• რეკლამა
  • კონტაქტი
20:22, ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არსენ ტოროსიანმა ნამდვილად თქვა, ის რაც თქვა და ბოდიში უნდა მოიხადოს – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
10:24 05-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის არსენ ტოროსიანის საპასუხოდ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„როგორც ცნობილია, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბატონმა არსენ ტოროსიანმა ა.წ. 22 მაისს გამოთქვა ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტული და სიმართლეს აცდენილი მოსაზრებები საქართველოზე. ამის შემდეგ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს აპარატმა (და არა პირადად ბ-ნმა მინისტრმა) გააკეთა განმარტება, რომ ბ-ნ მინისტრს ასეთი არაფერი უთქვამს?! და მისი განცხადება, სამწუხაროდ, არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მასმედიის მიერ?! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის მორიგი დეზინფორმაციის მცდელობა,ვინაიდან მე პირადად (ისევე, როგორც სხვებმა) მოვისმინე ბ-ნი მინისტრის გამოსვლა (რომელიც ატვირთულია ინტერნეტში), სადაც იგი ყოველგვარი არგუმენტების გარეშე სიტყვა-სიტყვით ამბობს, რომ „მათი (სომხეთის, თ.ც.) ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა საქართველოსაზე უფრო ძლიერია“. მან აგრეთვე ეჭვი შეიტანა საქართველოში გამოყენებული ტესტ-სისტემების ხარისხში და ტესტირების მეთოდოლოგიაში და აგრეთვე ეჭვი შეიტანა, რომ საქართველო არასწორ სტატისტიკურ მონაცემებს აწვდის მსოფლიოს, ანუ მალავს COVID-19-ის შემთხვევების რეალურ რაოდენობას.

ჩვენ ადრე უკვე განვაცხადეთ და მოკლედ გავიმეორებ, რომ კომიკურია, როცა ამას ამბობს იმ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, სადაც მარტო ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოვლინდა COVID-19-ის 733 დადასტურებული ახალი შემთხვევა. ანუ უფრო მეტი, ვიდრე საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე. ბ-ნი ტოროსიანიტესტ-სისტემების ხარისხსა და ტესტირების მეთოდოლოგიას უწუნებს ქვეყანას, სადაც ფუნქციონირებს რეგიონში ერთადერთი უნიკალური და უმაღლესი დონის „ლუგარის“ სახელობის ლაბორატორია, სადაც ყველა ლაბორატორიული კვლევა სრულდება უმაღლეს დონეზე ყველაზე მაღალი ხარისხის ტესტ-სისტემების გამოყენებით, რაც ყველანაირ ცდომილებას გამორიცხავს. გვინდა ბ-ნ მინისტრს შევახსენოთ, რომ საქართველო იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო COVID-19-ის დიაგნოსტირება PCR ტესტებით და სადღეისოდ ამ მეთოდით (და არა სწრაფი მარტივი ტესტებით) გამოკვლეულია 48,565 პირი.

რაც შეეხება საქართველოს მიერ მიწოდებული სტატისტიკური მონაცემების სანდოობას და გამჭვირვალობას, საქართველოში COVID-19-ით პაციენტების გამოვლენა და რეგისტრაცია ხდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით და გამჭვირვალედ. გადაიცემა COVID-19-ის უკლებლივ ყველა შემთხვევა, მათ შორის უსიმპტომო და მცირე სიმპტომიანი, ხოლო გარდაცვლილ პირთა რიცხვში შედის უკლებლივ ყველა გარდაცვლილი, ვისაც დადასტურებული აქვს COVID-19, დამოუკიდებლად იმისა, თუ რა იყო უშუალოდ სიკვდილის მიზეზი. საქართველოდან მიწოდებული ინფორმაციის უმაღლესი სანდოობა აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და უკლებლივ ყველა სხვა საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუციების მიერ. საქართველო სისტემატურად იღებს უმაღლეს შეფასებებს გაეროსგან, ჯანმოსგან, სხვა ოფიციალური საერთაშორისო ინსტიტუციებისგან და ცალკეული ქვეყნების ლიდერებისა და სხვა ავტორიტეტული პირებისგან COVID-19-ის მართვის დარგში მიღწეული წარმატებებისათვის. ავტორიტეტულმა გამოცემამ „Foreign Policy“-მა საქართველო მოიხსენია COVID-19-ის მართვის კუთხით მსოფლიოს ხუთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანას შორის, ხოლო კიდევ უფრო ავტორიტეტულმა „Washington Post”-მა ა.წ. 17 მაისს ასევე მოიხსენია საქართველო კორონავირუსთან გამკლავების ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად.

შესაბამისად, კვლავ მიგვაჩნია, რომ ბ-ნი ტორისიანის მცდელობა, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას, უშედეგოა და მან ან თავისი არაკორექტული (რბილად რომ ვთქვათ) შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან სულ ცოტა თავის განცხადებების დეზავუირება გააკეთოს და ბოდიში მოიხადოს.

თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი“- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მანამდე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი ალინა ნიკოგოსიანი, მინისტრ არსენ ტოროსიანის საქართველოს მიმართ განცხადებებს Facebook-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით, მინისტრის სიტყვებს მედიამ კონტექსტი შეუცვალა.

22 მაისს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხდა, რომ სომხეთის ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია. სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved