ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:
„არსებობს ვერსია, რომ ღარიბაშვილის დღეს გამოხატული ინიციატივა აფხაზეთზე, შესაძლოა, მიზნად ისახავდეს ევროკავშირსა და ნატოზე უარის თქმის სანაცვლოდ აფხაზეთის და სამაჩაბლოს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების კუთხით.
ეს ახალი ვერსია არ არის. ამ შესაძლებლობას მიხეილ სააკაშვილიც განიხილავდა.
მიხეილ სააკაშვილი იხსენებდა: “ჩვენ ვუთხარით, რომ მზად ვართ, NATO–ზე უარი ვთქვათ, ხელშეკრულებით ვთქვათ უარი ამერიკასთან უფრო წინწასულ ურთიერთობებზე, თუ თქვენ დაგვეხმარებით ტერიტორიების მხრივ პროგრესზეო, ოღონდ ეს ხელშეკრულებით უნდა დაფიქსირებულიყო. ამაზე პუტინი არც დაფიქრებულა, შემოგვხედა, გაიღიმა და თქვა: ბიჭებო, ჩვენ თქვენს ტერიტორიებს, თქვენს გეოპოლიტიკურ ორიენტაციებზე არ ვცვლითო, რაც ნიშნავდა: ტერიტორიებს ისედაც წაგართმევთო”.
მიხეილ სააკაშვილი საუბრობს წერილებზეც, რომლებიც მან მედვედევს და პუტინს მისწერა, სადაც კრემლს სთავაზობდა სხვადასხვა სახის ხელშეკრულებებს, რომლებიც რუსეთს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საკმაოდ დიდ პრივილეგიებს მიანიჭებდა.“
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი – მეორე მონტე-კარლო“
კომენტარები