• რეკლამა
  • კონტაქტი
02:15, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არსებობს მოსაზრება, რომ მეუფე იობის წინააღმდეგ კულუარულად მუშაობენ” – გამზარდია

ალია ავტორი - ალია
00:09 04-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
189

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, არჩილ გამზარდია:

✅️ 3 აპრილის სინოდზე შესაძლოა შეიქმნას ფორმალური საფუძველი, რომ მეუფე ისაიას და მეუფე დანიელს აეკრძალოს პატრიარქობის კანდიდატურის დაყენება, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ მოსაყდრემ პირიქით, პოზიტიური პოზიციონირება მოახდინოს და ერთიანობის და ჰარმონიზირების ელემენტი შეიტანოს სინოდის ერთიანობის, მღვდელმთავრებისთვის ეთიკური კონკურენციის პირობების შექმნის გზით, რადგან თავად მიტროპოლიტ შიოს სჭირდება პოზიტიური პოზიციონირება სინოდის წევრებთან.

✅️ თუ მიტროპოლიტი შიო მოახერხებს მიტროპოლიტების ისაიასთვის და დანიელისთვის ხელის შეშლას, ამით კიდევ უფრო გააძლიერებს მიტროპოლიტ იობს, როგორც კონკურენტს. თუმცა არსებობს მოსაზრება იმის შესახებაც, რომ მიმდინარეობს მეუფე იობის წინააღმდეგ კულუარული მუშაობა და შესაძლოა სამომავლოდ, მან საერთოდაც არ დააყენოს კანდიდატურა სავარაუდოდ უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე.

✅️ თუ სინოდში მოსაყდრე ახლავე წარმოჩინდება როგორც მდევნელი და ამკრძალველი, სინოდის წევრებისათვის ცხადი გახდება, რა დევნის რეჟიმში შეიძლება აღმოჩნდნენ მოსაყდრის გაპატრიარქების შემთხვევაში და ეს მოსაყდრეს ახლა არ უნდა სჭირდებოდეს, თუმცა თუ ის უზრუნველჰყოფს, რომ არც ერთი რეალური კონკურენტი არ აღმოჩნდება კანდიდატი, მაშინ პროცედურა მისთვის წარმატებულად, მარტივად და რიტუალურად ჩაივლის.

✅️ ნებისმიერ შემთხვევაში, 3 აპრილის სინოდის სხდომა იქნება ერთგვარი მოთელვა ძალთა დომინაციის დემონსტრაციისათვის, რაც არსებითი წინაპირობა იქნება პატრიარქობის არჩევნებთან მიმართებაში.

✅️ მიტროპოლიტ შიოს მაღალი ორგანიზაციული, ადაპტაციის და ადმინისტრირების უნარები გააჩნია და ეს აჩვენა, პატრიარქის გარდაცვალების მესამე დღესვე გამართულ სინოდის სხდომაზე, სადაც პირველ რიგში პატრიარქის გარდაცვალებით დეზორიენტირებულ სინოდს დაამტკიცებინა თავისი მოსაყდრეობა, რომ გადაყენების რისკები არ ჰქონოდა. შესაძლოა, ახლაც, სანამ სხვა შესაძლო კანდიდატები ნაკლებად ცდილობენ ერთმანეთში შეთანხმებას, რა ფორმით იკონკურენტებენ ან ითანამშრომლებენ ერთმანეთთან, მოსაყდრემ კვლავ დაასწროს და პროცესი სათავისოდ წარმართოს.

მოცემული სტატუსები მხოლოდ ჰიპოთეტური დამოკიდებულებებია ზოგადი ტენდენციებიდან და მოცემულობებიდან გამომდინარე.

 

“სურდა თუ არა პატრიარქს მიტროპოლიტი შიო მომავალ პატრიარქად?” – არჩილ გამზარდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved