• რეკლამა
  • კონტაქტი
22:40, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, არსებობს მომენტი, როდესაც უმოქმედობა უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე მოქმედება” – ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი

ალია ავტორი - ალია
19:07 07-23-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
471

ადვოკატი შოთა მირველაშვილი ონისი ოქრიაშვილზე თავდამსხმელის წერილს აქვეყნებს:

,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნიკო ხურცილავას თხოვნით ვაქვეყნებ განცხადებას, რომელიც მან გამომატანა დროებითი მოთავსების იზოლატორიდან რამდენიმე წუთის წინ:

ჩემო მეგობრებო, უკვე ალბათ ყველამ იცის გუშინ საღამოს მომხდარი ამბის შესახებ იმ ვითომ იუმორისტის ცემასთან დაკავშირებით. პოლიციაშიც მე თვითონ მივედი და ვაღიარე რაც ჩავიდინე.
ვინც მიცნობს ყველამ კარგად იცის, რომ არასდროს ვყოფილვარ ძალადობის მომხრე. სულ გამშველებლის პოზიციაში ვიყავი თუ რამე ჩხუბს შევსწებივარ. თუმცა არის მომენტები, როდესაც სხვა გზა უბრალოდ არ რჩება, რათა უფრო დიდი ბოროტება არ დაგვატყდეს თავს. კი ხედავთ ყველა, რომ ამისი ნიშნები უკვე დიდი ხანია აშკარად ჩანს.
ზოგადად, ამ კონკრეტულ ე.წ. იუმორისტზე ბევრს არაფერს ვიტყვი, რადგან მისი ტიპაჟი, პიროვნული თვისებები, მანერები და ქცევები თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგრამ არ შემიძლია იმაზე არ ვილაპარაკო, რამაც გუშინდელი ფაქტი გამოიწვია. ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ ე.წ. იუმორისტი და მისი მსგავსი ადამიანები სწორედ ის ხალხია, რომლებიც წლებია ყველაზე საზიზღარი მეთოდებით ცდილობენ, რომ ხალხს დაუკარგონ თავისი ისტორიის, კულტურისა და ყველაფერი ქართულის პატივისცემა. იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია.
ეს გადაგვარებული მენტალობის ხალხი კი გუშინ ქართულ ეკლესიას ლანძღავდა და დასცინოდა, დღეს ნოდარ დუმბაძეს აგინებენ, ხვალ იგივე შეიძლება გააკეთონ შოთა რუსთაველზე, დავით აღმაშენებელზე ან ნებისმიერზე, ვისითაც ვამაყობთ. ესაა მათი მიზანი, რადგან როდესაც ასეთი რაღაცეები ჩვეულებრივი ამბავი ხდება, ეს უკვე მარტო ერთი ადამიანის ან მისი ოჯახის შეურაცხყოფა კი არ გამოდის, მთელი ქვეყნის მტრობა და შეურაცხყოფაა.
დარწმუნებული ვარ ამაში ფულს უხდიან და ესენიც ყველაფერს კადრულობენ.
დიდი მიხვედრა არ სჭირდება, რომ ეს ადამიანებიც იმ ხალხის ნაწილია ვინც ყველაფერს “აპრავებს”, რაც ანტიქართული და ჩვენი ქვეყნის დამაქცეველია, გეი პროპაგანდა იქნება ეს, ეკლესიის გინება, ტრადიციების დაცინვა თუ ასეთი სხვა უამრავი მავნებლობა.
კიბატონო, ბევრი მეტყვის, მასეთები იმდენია, ასე ცემა-ტყეპით ებრძვიო? მაგრამ, როგორც ერთ ქართველს, რომელსაც მართლა ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა, ვალდებულება მაქვს ერთი ქართველი კაცის სათქმელი მაინც ვთქვა რამეს განსაკუთრებულად თუ ვერ შევცვლი. არ შეიძლება ჩვენი შვილები მათი იდეოლოგიით გაიზარდონ, ნახევარ საუკუნეში გააქრობენ ამ ქვეყანას.
ვერ გადარჩება ქვეყანა, სადაც ეკლესიის, ნოდარ დუმბაძის, დავით აღმაშენებლის თუ რუსთაველის გინება „მოსულა“, რადგან ხუმრობაა…
არ ვამბობ, რომ კანონი არ უნდა კანონობდეს. პირიქით, ვიცი, რომ ჩემი საქციელის გამო დავისჯები, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ არსებობს მომენტი, როდესაც უმოქმედობა უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე მოქმედება.
მე დავისაჯო კი ბატონო, მაგრამ რამენაირად მოვახერხოთ, ამ მართლა აგენტების ასეთი ანტიქართული მოქმედებები არ გავატაროთ და მომავალი თაობები არ მოვაწამლინოთ სიცილ-კისკისში და სხვადასხვა გზებით შემოპარებული ანტიქართული საწამლავით.
ყველა ჩემიანს ბოდიშს გიხდით რომ განერვიულებთ.
ძალიან მიყვარხართ და ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved