პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
“უყვარს ჩვენს ხალხს კალანდა, უნდა ჩვენს ხალხს ძველით ახლი წლის აღნიშვნა, მაგრამ იშვიათად შემორჩება ხოლმე ერთი-ორი გროში პატარა სუფრის გასაშლელად… თან დენი, გაზი, ტრანსპორტი, პირველადი მოხმარების პროდუქტები, ყველაფერი გაძვირებულია! შესაბამისად, არნახული სევდა ახლავს ხოლმე 14 იანვარს!
მდიდარ ოჯახებს ან სოფლად მცხოვრებ ადამიანებს ეს სევდა ნაკლებად ეხებათ. ქალაქის საშუალო და ღარიბ ფენებს უწევთ ხოლმე გულდასაწყვეტი მოწყენილობის ატანა…
ღმერთმა ყველას მისცეს კალანდაზე მდიდრული სადილის ხალისით მომზადების საშუალება !!! პირველი, მეორე, მესამე კერძით …
გილოცავთ”
კომენტარები