• რეკლამა
  • კონტაქტი
10:46, პარასკევი, 11 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არის თუ არა შოვში ეპიდემიის გავრცელების საფრთხე

ალია ავტორი - ალია
11:39 08-09-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
225

შოვში, სტიქიიდან ექვსი დღის შემდეგ და მაღალი ტემპერატურის ფონზე, ჩნდება კითხვები სტიქიის ზონასა და მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლო ეპიდემიოლოგიური საფრთხის გაჩენის შესახებ. მით უმეტეს, რომ ადგილობრივების ინფორმაციით, 3 აგვისტოს წამოსულმა მეწყერმა და ღვარცოფმა ქვეშ მოიყოლა საქონელიც.

სამძებრო ღონისძიებების დროს, მაშველებს დახოცილი მსხვილფეხა საქონელი ამოჰყავთ.

რა შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს შოვსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ეპიდემიოლოგიური საფრთხე?
სტიქიის ზონასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფექციის გავრცელების წყარო, პირველ რიგში, წყალია. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვიხსნის, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დამეწყრილ ტერიტორიას კავშირი აქვს იმ წყლებთან, რომლებსაც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა გამოიყენებს, მაშინ არსებობს სხვადასხვა ნაწლავური ინფექციის გავრცელების საშიშროება და ამიტომ ტერიტორია მაქსიმალურად დროულად უნდა გასუფთავდეს:

„რა თქმა უნდა, არსებობს რისკი, რომ, მაგალითად, საქონლის ლეშიდან სხვადასხვა ინფექცია გავრცელდეს. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუკი, მაგალითად, მათ ექნება კონტაქტი იმ წყალთან, რომელსაც მოსახლეობა გამოიყენებს და ან ეს წყალი უკავშირდება იმ რეზერვუარებს, საიდანაც მოსახლეობა წყლით მარაგდება. მასშტაბსა და რისკებზე საუბარს მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუკი გვეცოდინება, არის თუ არა მეწყრისგან დაბინძურებული ტერიტორია დაკავშირებული იმ წყლებთან, რომელსაც მოსახლეობა გამოიყენებს“.

ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ წყლის დაბინძურების შემთხვევაში, არსებობს ისეთი ბაქტერიების გავრცელების რისკი, რომლებიც იწვევენ ნაწლავურ ინფექციებს.

რაც შეეხება წყლის მიღმა ანუ ტრანსმისიურ, მწერების მიერ ინფექციის გავრცელების საფრთხეს, რისკი დაბალია, რადგან ინფექციონისტის თქმით, ისეთი ინფექციური დაავადებები, რომლებიც მწერის ნაკბენით ვრცელდება, ამ ეტაპზე რაჭაში არ გვხდება.

ნონა ბაკურაძე, ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დამეწყრილი ტერიტორია დროულად არ გაიწმინდება, სტიქიის ზონაში მოსალოდნელია გარკვეული ეპიდემიოლოგიური პრობლემის შექმნა, თუმცა, მისი თქმით, ისინი მზად არიან, რომ “პრობლემა არ შეიქმნას“.

ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დამეწყრილ ტერიტორიას არ აქვს კავშირი იმ წყლებთან, რომლებსაც მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებს:

„ეს პროცესი კონტროლდება და ამ ეტაპზე მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რომ საფრთხე ემუქრება იმ წყაროების დაბინძურებას, რომლიდანაც მოსახლეობა იღებს სასმელ წყალს. ჩვენს სამსახურში ინფორმაცია ამის თაობაზე არ შემოსულა. ის ტერიტორია, რომელიც დაიმეწყრა, არ ერევა იმ წყაროებს, რომლებსაც სოფლის მოსახლეობა გამოიყენებს ხოლმე“.

სტიქიის ზონის მიმდებარედ სასმელი წყლის დაბინძურების საფრთხის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გვეუბნებიან, რომ კომპანია არ ოპერირებს დამეწყრილ ტერიტორიაზე. მათი განმარტებით, კომპანია წყალს სოფელ ჟიჟორეთის სათავე ნაგებობიდან, რიონის ფილტრატიდან იღებს, თუმცა სტიქიის შემდეგ ისინი განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებენ თვალს წყლის ხარისხს:

„სტიქიის შემდეგ კვლევები დღის განმავლობაში რამდენჯერმე ტარდება. ორგანულ-ლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების კვლევების მიხედვით, სასმელი წყლის ხარისხი აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ სანიტარიულ ნორმებს. ასევე ლაბორატორიული დასკვნების საფუძველზე, წყალი არის უსაფრთხო ქიმიური, ეპიდემიური და რადიაციული თვალსაზრისით. შესაბამისად, კომპანიის მომხმარებლებისთვის სასმელი წყალი ხარისხითა და მისი შემადგენლობით ვარგისიანია. წყლის შემოწმება სისტემატიურ რეჟიმში გაგრძელდება და ნებისმიერი მცირედი გადაცდომის შემთხვევაშიც კომპანია მიიღებს შესაბამის ზომებს“, – გვეუბნება ელენე კავსაძე, კომპანიის ორგანიზაციული უზრუნველყოფის აპარატის უფროსი.

ტეტანუსით ინფიცირების საფრთხე და ვაქცინაცია
ნონა ბაკურაძე, ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია, ადგილზე მომუშავე მაშველებმა თუ მოხალისეებმა, სხეულის სხვადასხვა დაზიანების შემთხვევაში, დროულად მიმართონ როგორც სტიქიის ზონაში, ისე კლინიკაში მოქმედ ამცრელ პუნქტებს და ჩაიტარონ აცრა, რათა არ დადგნენ მწვავე ინფექციური დაავადებით, ტეტანუსით დაინფიცირების საფრთხის წინაშე.

მისი ინფორმაციით, 7 აგვისტოს მონაცემებით, ორივე ამცრელ პუნქტში 23 ადამიანია ვაქცინირებული:

„ამ ეტაპზე ნაკლებად მოდიან. არა იმიტომ, რომ ვერ გრძნობენ საფრთხეს, ალბათ, უფრო იმიტომ, რომ საქმეს აგრძელებენ და არ უნდათ, რომ დროებით მაინც შეამცირონ დატვირთვა. ორ დღეში ველოდებით გააქტიურებას“.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვეუბნება, რომ დღეს სტიქიის ზონაში ტეტანუსის ვაქცინაციის დროული ჩატარება ერთ-ერთი აქტუალური საკითხი უნდა იყოს და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია აცრის აუცილებლობის შესახებ:

„მიწასთან და ტალახთან კონტაქტის დროს, მაშველები იქნებიან თუ მოხალისეები, ხშირად იზიანებენ სხეულის სხვადასხვა ნაწილს და აქედან გამომდინარე, საკმაოდ მაღალია ტეტანუსის განვითარების რისკი. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ თუკი ჭრილობაში ხვდება მიწის ან ტალახის ნაწილი, რისკი, რომ ეს დაავადება განვითარდეს, არსებობს და ამიტომ აუცილებლად უნდა მიმართონ იქვე არსებულ იმუნიზაციის ცენტრებს, სადაც მათ გაეწევათ პირველადი დახმარება და შემდეგ უკვე განიხილება ვაქცინაციის საკითხი. იქ მომუშავე ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ დღეს ტეტანუსით ინფიცირების რისკები ძალიან გაზრდილია“.

ალექსანდრე გოგინავას თქმით, უმჯობესია, ვაქცინაციის საკითხის განხილვა მოხდეს დაზიანებიდან პირველ 48 საათში. მანამდე აუცილებელია, რომ ჭრილობა საფუძვლიანად დამუშავდეს:

„პირველი რეკომენდაციაა, რომ ჭრილობა გაიწმინდოს გამდინარე წყლით, რომ ის ბოლომდე გასუფთავდეს. ამის შემდეგ უკვე გამოყენებული უნდა იყოს ანტისეპტიური ხსნარები. თუკი ადგილზე არ არის გამდინარე წყლით ჩამობანის საშუალება, მაშინ ჯერ ანტისეპტიური ხსნარით უნდა დამუშავდეს ჭრილობა და შემდეგ, როგორც კი ამის საშუალება იქნება, ჩამოვიბანოთ ის წყლით და მივმართოთ იმუნიზაციის ცენტრს, სადაც სპეციალისტი შეაფასებს ვაქცინაციის ჩატარება-არჩატარების საკითხს“.

წყარო: „რადიო თავისუფლება“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved