• რეკლამა
  • კონტაქტი
08:31, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არის, თუ არა, “საზმაუს შავ სიაში” ზურაბ ბატიაშვილი?

ალია ავტორი - ალია
17:19 03-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,447

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი, რომელიც ჟურნალისტ იმედა დარსალიას მიერ გამოქვეყნებულ, საზმაუს “შავ სიაშია”, სოციალურ ქსელში, წერს:

“რადგან ბევრი მეკითხება, დავწერ ჩემ პირად მოსაზრებას “შავ სიებთან” დაკავშირებით:

როგორც უკვე თავად საზოგადოებრივი არხის ყოფილმა წამყვანმა Imeda Darsalia-მაც დაადასტურა, მეც ვყოფილვარ ამ “შავ სიებში”. ამას, რა თქმა უნდა, ადრეც ვხვდებოდი.

მართლაც, უკვე 3-4 წელია აღარ მიწვევენ სტუდიაში არც საზოგადოებრივ ტელევიზიაში და არც “იმედზე” (თუმცა, ეს პირადად ჩემთვის არავითარ ტრაგედიას არ წარმოადგენს).

და ეს მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად არ ვერევი შიდა პოლიტიკაში, ვწერ და ვსაუბრობ საერთაშორისო ამბებზე და როგორც თვითონაც ადასტურებენ, ვარ უპარტიო (არც ადრე ვყოფილვარ რომელიმე პარტიაში).

თუ “იმედი” მაინც კერძო ტელევიზიაა და მას თავად შეუძლია განსაზღვროს, ვინ მიიწვიოს და ვინ არა სტუდიაში, საზოგადოებრივი ტელევიზია ხალხის გადასახადებით ფინანსდება და საზოგადოებას აქვს უფლება ხელისუფლების მეხოტბეთა გარდა სხვების (რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემი არა) თვალით დანახული საერთაშორისო ამბებიც მოისმინოს.

ამასთან, არასოდეს დამიმალავს ჩემი პირადი კრიტიკული დამოკიდებულება გარკვეული საკითხების (მაგალითად, 3+3, ე.წ. “ნეიტრალიტეტის” თემა, რუსეთ-უკრაინის ომი და ა.შ.) მიმართ არც ადრე, არც ახლა. მომავალშიც ასე ვაპირებ.

ამ “შავ სიებთან” დაკავშირებული საკითხი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა დონეზეა ჩვენ ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხი, ასევე სიტყვისა და გამოხატვის უფლება.

იმედს ვიქონიებ, რომ მუდმივად ასე არ და ვერ გაგრძელდება!

ყველაფერი კარგად იქნება!

უკრაინაც გაიმარჯვებს და საქართველოც!

მენტალური საბჭოთა კავშირი კი აუცილებლად დასრულდება!”

 

 

“შავი სია არა მარტო ექსპერტების აქვს “ოცნებას”, შავი სია არსებობს ჟურნალისტებისაც… მაინც გაგინადგურებთ მაგ ვასილას ბუდეს” – ფოფხაძე

 

“საზმაუს შავი სია“ – ვის ჩაწერას უკრძალავენ საზმაუს ჟურნალისტებს? – იმედა დარსალია

თეგები: ზურაბ ბატიაშვილისაზმაუს შავი სია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved