• რეკლამა
  • კონტაქტი
18:00, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არის თუ არა კავშირში ღარიბაშვილის გადაყენება სტოლტენბერგის ვიზიტთან? – რას გვიყვება ვალერი გელბახიანი

ალია ავტორი - ალია
17:47 03-20-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,075

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.

– ბატონი ვალერი, შარშან, ნატო–ს ვილნიუსის სამიტზე, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ მიიწვიეს. გადააყენეს ღარიბაშვილი და ნატო–ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი თბილისში ჩამოვიდა. მართალია, წასული არ იყო, საპასუხო ნეგატიური განცხადებები მიაყოლა „ოცნებამ“, მაგრამ ფაქტია, ვიზიტი შედგა. ღარიბაშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ  ბურჭულაძე აფერხებდნენ ნატო–სთან ინტეგრაციას, ისინი აფუჭებდნენ ურთიერთობებს, როგორც საზოგადოების ნაწილი ფიქრობს?

– არა, ბატონო,რა თქმა უნდა, არა!  ნატო–ს პროტოკოლის ფორმატი არსებობს და იმის მიხედვით, სამიტზე თუ მისაწვევია რომელიმე ქვეყნის პირველი პირი, მიიწვევენ, თუ არადა, არ მიიწვევენ. ნატო პიროვნებებზე არასდროს აგებდა პოლიტიკას.

– მაშინ რა შეიცვალა ამ  მოკლე ხანში? რას მივაწეროთ სტოლტენბერგის ვიზიტი?

– პერსონალურ საკითხს არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია საერთაშორისო ურთიერთობებში, მით უმეტეს, როდესაც ნატო–ზე ვლაპარაკობთ. თუ არ მოსწონთ ხელისუფლება, მისი არც ერთი წარმომადგენელი არ მოსწონთ, თუ ხელისუფლება მოსწონთ, მისი ყველა წარმომადგენელი მოსწონთ. ევროპას და ნატო–ს გაცხადებული პოლიტიკა აქვთ,  რომ რუსეთს  საბოლოოდ არ დაუთმობენ კავკასიას, მის გავლენას შეასუსტებენ პირველ რიგში სამხრეთ კავკასიაში. აგერ, ევროკავშირში ამბობენ, რომ სომხეთს უვიზო მიმოსვლა დაუწესონ და მერე მისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის  მიცემაზეც დაფიქრდებიან. ჩვენ ეს სტატუსი უკვე მოგვცეს. შემთხვევით არ ხდება ეს ყველაფერი. ნატო არის ამ პოლიტიკური პროცესის ერთ–ერთი მოთამაშე და საქართველოს ნატო–ს და  და ევროკავშირის წევრობა ძალიან მალე რეალობად უნდა იქცეს.

– მიუხედავად ჩვენი ხელისუფლების რუსეთის მიმართ სიმპათიებისა, მაინც თვლით, რომ არ ეტაპზე ნატო–ს წევრის კანდიდატობის შანსი გვაქვს?

– კი, გვაქვს. ისე არ არის საქმე, რადგან ესენი არიან ხელისუფლებაში, ნატო–ში არ მიგვიღებენ. შეეცდებიან, ესენი დაწნეხონ, ევროპულ ქცევის წესებში ჩასვან. კი, ამას დრო უნდა, მაგრამ ნატო–ს დიდი ბერკეტები გააჩნია და საბოლოოდ მიაღწევენ იმ მიზანს, რაც ქართველი ხალხის მიზანიც არის და კონსტიტუციაშიც გვიწერია. თუ გაჯიქდა ხელისუფლება და  არჩევნების გაყალბების გზით შეეცადა ამ მახინჯი მმართველობის შენარჩუნებას, საერთაშორისო დამკვირვებლები, საზოგადოება, არ სცნობს შემოდგომით ჩატარებულ არჩევნებს და მერე სხვაგვარად წავლენ ხელისუფლებიდან. ეს ჩვენ გვეჩქარება ამ ხელისუფლების შეცვლა, ნატო–ს და ევროკავშირს არ ეჩქარებათ, ისინი მეთოდურად მიჰყვებიან თავიანთ გეგმებს და ასრულებენ. თუმცა, საერთაშორისო ვითარებიდან, გეო–პოლიტიკური ცვლებებიდან გამომდინარე, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ბევრი რამ დაჩქარდეს და „ქართულმა ოცნებამ“ თუ გააყალბა არჩევნები, შემოდგომით უკვე აღარ იყოს ხელისუფლებაში. ეს ხალხს მისცემს ლეგიტიმაციას, რომ ადგნენ და პირდაპირ გაყარონ ესენი. შესაბამისად, მერე დაჩქარდება ნატო–ში გაწევრიანების პროცესი. თუმცა, ვიმეორებ, ვინ იქნება ხელისუფლებაში, ნატო–სთვის გადამწყვეტი არ არის.

თეგები: ვალერი გელბახიანიიენს სტოლტენბერგიირაკლი კობახიძეირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved