• რეკლამა
  • კონტაქტი
02:13, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არის, თუ არა, გახარიას გადადგომა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საფუძველი? – ზურაბ ჯიბღაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:34 02-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

„ალიას“ ესაუბრება სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კონსტიტუციონალისტი ზურაბ ჯიბღაშვილი

-პრემიერი გადადგა – რა არის ეს პოპულიზმი, თუ გონივრული ნაბიჯი? პრემიერი გადადგა და მთავრობაც მასთან ერთად – სამართლებრივად, ახლა ვინ მართავს ქვეყანას? ვინ მართავს სამინისტროებს – მაგალითად, შს მინისტრი გომელაური, რომელმაც გახარიას წასვლის შემდეგ მელიას დაკავება გადაავადა, სრულფასოვანი მინისტრია?

-პრემიერის წასვლა იმ პროცესის ლოგიკური დასასრულია, რაც უკვე მიმდინარეობდა – ყველა ვხედავდით, რომ მმართველ პოლიტიკურ გუნდში ყველაფერი ისე არ იყო დალაგებული, როგორც უნდოდათ ამის წარმოჩენა. გუნდში იყო და არის აგრესიული ფრთა, რომელიც გაძლიერებას ცდილობდა და გახარია არ იყო მათი პარტნიორი. გახარიას კი ეგონა, რომ კი არ მიდიოდა, არამედ, მოდიოდა, მაგრამ საბოლოოდ, პროცესები მაინც დაგვირგვინდა ლოგიკურად.

პრემიერის გადადგომის შემდეგ, ახალი პრემიერის დანიშვნამდე გახარია უნდა ასრულებდეს მის მოვალეობას, ასევე სხვა მინისტრებიც და იგივეს ვიტყვი შს მინისტრზეც, თუმცა, ჩვენთან ცუდი პრაქტიკა დაინერგა, პირდაპირი მნიშვნელობით სახლში მიდიან ხოლმე პრემიერიები გადადგომის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, არადა მათ აქვთ პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვა მიიყვანონ ახალი მთავრობის ფორმირებამდე. გახარია იქნებოდა ადმინისტრაციული პრემიერი, რა თქმა უნდა და იქნებოდა პრემიერობის მოვალეობის შემსრულებელი, მაგრამ როგორც ვხედავთ, ყველა პრემიერი, გადადგომის შემდეგ, უბრალოდ სახლში მიდის. ანალოგიურად, ყველა მინისტრი რჩება თავის ადგილას, ოღონდ ისინი უკვე არიან მოვალეობის შემსრულებლები არიან ადმინისტრაციულ მოვალეობებს ასრულებენ, მანამ სანამ ახალი მთავრობა არ დამტკიცდება – რათა მმართველობის უწყვეტობა იქნებს უზრუნველჰყოფილი.

-ამბობენ, რომ პრემიერის გადადგომა არის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობა – პოლიტიკური კუთხით, დაახლოებით მესმის რას გულისხმობენ, მაგრამ აქვს თუ არა ამ აზრს სამართლებრივი მხარდაჭერა კონსტიტუციიდან?

-პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვლსაზრისით ასე უნდა იყოს, ის საარჩევნო პროგრამა, რომელი პროგრამითაც ამ პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა არჩევნებში, ამ პრემიერის მიერ შექმნილი იყო, ის იყო პოლიტიკურ განაცხადებზე პასუხისმგებელი, მისი მხარდაჭერილი იყო პროცესები. ისევე, როგორც კვირიკაშვილი იყო პასუხისმგებელი პროცესებზე 2016 წელს, თუმცა, მისი წასვლის შემდეგ გააპრემიერეს ბახტაძე, რომელსაც არც საარჩევნო პროგრამაში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა და არც პოლიტიკური განცხადებები უკეთებია მანამდე – ეს პოლიტიკური ალოგიკურობა იყო. პოლიტიკური ლოგიკა მაშინაც იმას გვკარნახობდა, რომ პოლიტიკური გადატვირთვა, როგორც ეძახიან „რესტარტი“ უნდა მომხდარიყო და უნდა ჩატარებულიყო მაშინაც ვადამდელი არჩევნები, ახალი პოლიტიკური განაცხადის მხარდაჭერა უნდა მომხდარიყო ამომრჩევლის მხრიდან. რაც შეეხება სამართლებრივ ასპექტს, კონსტიტუცია არეგულირებს პოლიტიკური ურთიერთობების სამართლიანობას, კონსტიუტუცია პირდაპირ ვერ იტყვის, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს, ეს არ შეიძლება იყოს კოსტიტუციის ამოცანა. ამ სიტუაციაში პოლიტიკურად უნდა შეფასდეს მდგომარეობა და კონსტიტუციით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პარლამენტმა.  პარლამენტს შეუძლია არ გამოუცხადოს ნდობა ახალ მთავრობას და ამის შემდეგ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ეს ზოგადი აღწერაა მოვლენების, რა თქმა უნდა. თუმცა, ვფიქრობ, ასე არ მოხდება.

ალია

თეგები: ზურაბ ჯიბღაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved