• რეკლამა
  • კონტაქტი
05:43, ორშაბათი, 1 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არის ყველაზე უღირსი საქციელი, რაც შეეძლო, ეკადრებინა საკუთარი თავისთვის“ – ვლადიმერ ჩაჩიბაია მამუკა ყურაშვილს

ალია ავტორი - ალია
14:22 12-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,360

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია განცხადებას ავრცელებს.

“თადარიგის გენერალმა მამუკა ყურაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში 2008 წლის ომში ბრძოლის ველზე დაღუპული გმირების გადმოსვენებასთან დაკავშირებით მცდარი და დეზინფორმაციული განცხადება გააკეთა, თითქოს მე, გენერალმა ჩაჩიბაიამ, დავიბრალე ჩვენი მეომრების გადმოსვენების ოპერაციის ჩატარება.

მინდა, გითხრათ, რომ პატრიარქის ინიციატივით და უშუალო ჩართულობით განხორციელდა აღნიშნული ღონისძიება, რომელიც სამარცხვინოდ მიიწერა მამუკა ყურაშვილმა. ნამდვილად არ ექნება მას საამაყოდ საქმე, ბოლომდე რომ ვისაუბრო ყველაფერზე, რა მიზეზით წავყევი პატრიარქს მაშინ, როდესაც ჩემი სიცოცხლე შეიძლება, ყოფილიყო რისკის ქვეშ.

არ არის სწორი საკუთარი სიმხდალე ვინმეს დისკრედიტაციის გზით გადაფაროს. არასდროს, არც ერთ ოფიცერზე მისაუბრია საჯაროდ, რადგან არსებობს ოფიცრის ღირსება, რომელიც ყველა ღირსეულმა სამხედრომ უნდა დაიცვას. ასევე მინდა, გავახსენო ყურაშვილს, ვინ იყო მასთან ერთად, როცა იყო მარტო ცხინვალის მიმართულებაზე და შემიძლია, გავახსენო კიდევ ბევრი შემთხვევა, სადაც მე ვადვოკატირებდი მასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მადლიერება არის ღმერთის ბოძებული ნიჭიერება, რომელიც არ აღმოაჩნდა ყურაშვილს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ტყუილია, თითქოს ვიბრალებ პატრიარქის ინიციატივას. მარტივად რომ ვთქვა, ჭორაობაა და სამარცხვინო საქციელი, მით უმეტეს თუ ხარ ან იყავი სამხედრო. აპელირება საკითხზე, რატომ შევედი გადაცმული მტრის კონტროლირებად რაიონში და უღირსი მცდელობები, მინიშნებები, რომ შეიძლება, რამე კავშირი ყოფილიყო ჩემსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის, არის ყველაზე უღირსი საქციელი, რაც შეეძლო, ეკადრებინა საკუთარი თავისთვის. ამ საკითხზე საუბრობს ადამიანი, რომელიც რუსეთში ყალიბდებოდა, როგორც ოფიცერი“

თეგები: ვლადიმერ ჩაჩიბაიამამუკა ყურაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება
ახალი ამბები

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება

19:00 11-28-2025
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:31 11-28-2025
რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი
ახალი ამბები

რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი

13:58 11-28-2025
ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
ახალი ამბები

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება

08:00 11-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved