• რეკლამა
  • კონტაქტი
06:26, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არის ერთი ნიუანსი“ ნიკო ნერგაძის და თიბისის ერთობლივი YouTube პოდკასტი დაიწყო

ალია ავტორი - ალია
15:12 11-07-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
93

„მთავარია გჯეროდეს“ – გჯეროდეს, რომ ცოდნის ძიება არასდროს მთავრდება, გჯეროდეს, რომ კითხვების დასმა და ნიუანსებზე დაკვირვება უკეთეს პასუხებამდე მიგიყვანს. სწორედ ამიტომ თიბისიმ, განათლების პროგრამის ფარგლებში, ნიკო ნერგაძესთან ერთადYouTube პოდკასტების სერია „არის ერთი ნიუანსი“ დაიწყო.

პოდკასტის კონცეფცია მომდინარეობს ავტორის პირადი ცნობისმოყვარეობიდან სწრაფი პასუხების მიღმა არსებულ კითხვებსა და კონტექსტის კვლევაზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოციალურ მედიაში გავრცელებული „იცით თუ არა რომ“ ტიპის ინფორმაციებმა შეიძლება აუდიტორია შეცდომაში შეიყვანოს.

ვიდეო სერიების მიზანია ისეთ თემებზე საუბარი, რომლებიც ხშირად ზედმეტად მარტივდება საჯარო დისკუსიებში. რეალურად კი სიღრმისეულ ანალიზს, კონტექსტს და ნიუანსურ მიდგომას მოითხოვს.

პროექტის ხედვა ემყარება იდეას, რომ ჭეშმარიტება იშვიათადაა შავ-თეთრი. ავტორებისთვის მთავარი სწრაფი პასუხები არ არის პირიქით, მათ სურთ აჩვენონ, რას ამბობს თანამედროვე მეცნიერება, როგორ მიდიან მკვლევრები დასკვნებამდე, რა რჩება უპასუხოდ და რა ნიუანსები არსებობს თითოეულ თემაში.

„ჩვენს ვიდეოებში „სწრაფი პასუხები“ ნამდვილად არ გვაინტერესებს. ჭეშმარიტება იშვიათად არის შავ-თეთრი; ყოველთვის არის ნიუანსი, ყოველთვის არის კონტექსტი. სწორედ ეს ხდის საკითხს საინტერესოს. ჩვენი ამოცანა არ არის, ვინმეს ვუთხრათ, რა როგორ იფიქროს. ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ: „აი, რა აქვს ნათქვამი მეცნიერებას, აი, როგორ მივიდნენ მკვლევრები ამ დასკვნამდე, აი, რა კითხვები რჩება ჯერ კიდევ უპასუხოდ“ და „აი, ასეთი ნიუანსი არსებობს“ – ნიკო ნერგაძე, ჟურნალისტი, ვიდეო სერიებისავტორი.

YouTube პოდკასტის პირველ ეპიზოდში საუბარია ძალადობასა და ვიდეოთამაშებზე; განხილულია თუ რა როლს ასრულებს გენეტიკა და აღზრდა ქცევაზე, როგორ ყალიბდება კვლევების შედეგები, რა ახდენს გავლენას თავად მეცნიერებზე და რატომ შეიძლება 10 წლის წინანდელი კვლევაც კი დღეს მოძველებულად ჩაითვალოს.

„არის ერთი ნიუანსის“ ახალ ეპიზოდებში, ორ კვირაში ერთხელ, ნიკო ნერგაძე სხვადასხვა სამეცნიერო და სოციალური თემის სიღრმისეულ განხილვას შესთავაზებს აუდიტორიას.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო პლატფორმების მხარდაჭერა, რომლებიც საზოგადოების ინტერესს, კრიტიკულ აზროვნებასა და კვლევით კულტურას აძლიერებს.

 

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved