არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა. ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამოცხადდა.
პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, არჩილ თალაკვაძე მუშაობას გააგრძელებს ვიცე-სპიკერის პოზიციაზე; ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე განიხილება კახა კუჭავას კანდიდატურა.
კომენტარები