• რეკლამა
  • კონტაქტი
00:48, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არჩევნებზე დაფიქსირებულმა დარღვევებმა უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე” – ევროკომისიის ანგარიში

ალია ავტორი - ალია
20:20 10-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
85

“დაფიქსირებული დარღვევები მოიცავს, მათ შორის, საარჩევნო პროცესში ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებს, ხმის ფარულობასთან დაკავშირებულ დარღვევებს, პროცედურული შეუსაბამობებს, დაშინებასა და ზეწოლას ამომრჩევლებზე, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე”, – ამის შესახებ ევროკომისიის ვრცელ ანგარიშშია საუბარი, რომელიც საქართველოს ეხება.

როგორც დოკუმენტში წერია, წინასწარი დასკვნები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას, რომელიც რეკომენდაციებში აქამდეც იყო ხაზგასმული.

 

“მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროსაბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამავდროულად დე-ფაქტო შეჩერებულია 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო. 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ერთობლივი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნებით გამოვლინდა რამდენიმე ხარვეზი, რომლებიც დაძაბულ და ძლიერ პოლარიზებულ გარემოში მოხდა. დაფიქსირებული დარღვევები მოიცავს, მათ შორის, საარჩევნო პროცესში ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებს, ხმის საიდუმლოებასთან დაკავშირებულ დარღვევებს, პროცედურული შეუსაბამობებს, დაშინებასა და ზეწოლას ამომრჩევლებზე, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე. ეს წინასწარი დასკვნები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას, რაც უკვე იყო ხაზგასმული წინა საკვანძო რეკომენდაციებში. გარდა ამისა, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეწყვიტეს 2023 წლის ოქტომბრის თანამშრომლობის მემორანდუმი პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნულ პლატფორმას შორის. საანგარიშო პერიოდში არ იყო პროგრესი საკონსულტაციო პროცესებში ან კანონპროექტებში და პოლიტიკის დოკუმენტებში წვლილის შეტანის კუთხით, არც სამოქალაქო საზოგადოებასთან სტრატეგიული ჩართულობის კუთხით”, – წერია ანგარიშში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved