ყოფილი პარლამენტარი, თაკო ჩარკვიანი:
,,ერთმა კომენტარი მომწერა და მსგავსი კომენტარი კიდევ შემხვედრია და ამიტომ ვპასუხობ: ობიექტურად მინდა ვთქვა, რომ ამ ოლიგარქის ანუ ივანიშვილის სახელი და გვარი პირველად ყოფილი ხელისუფლების დროს გავიგე ,მაშინ ,როცა საქებარი სიტყვები თქვეს ,რომ ქველმოქმედიაო და კიდევ ,როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვას აფინანსებდა თურმე , 7 ნოემბერის აქციის დროსაც ეგ აფინანსებდაო ( ალბათ ყველას გსმენიათ).
მანამდე არასოდეს ,ვიმეორებ არასოდეს მსმენია მე პირადად მის შესახებ რაიმე , ეს ერთი და მეორე: რუსეთში არჩევნების დროს, ელცინის დროს (და კიდევ ლებედის და ტიპების) არჩევნებს თუ აფინანსებდა ეს რატომ არ ვიცოდით?! რატომ ?! რატომ?!
ამიტომ ხალხისკენ თითის გაშვერა სწორი არ მგონია, არ მგონია კი არა ,არ არის სწორი, “ეს ვინ მოათრიეთ ” ამ ტექსტებით და ა.შ. 2012 -ში უმრავლესობა ემხრობოდა უკვე გაპიარებულ ქველმოქმედს -მის მოსვლას, ხოლო
“მოათრია ხალხმა ” კი არა და შემოაპარა რუსეთმა! ხალხი რა შუაშია? სად იყო უშიშროება წლების მანძილზე ან სხვა უწყება?!.
რატომ აქებდით და აფინანსებიებდით თავად ? სწორედ ამ დროს იბნევა ხალხი.
ახლაც ნუ დააბნევთ “იგივენი” ამ თითის გაშვერით.
ჯერ საკუთარ თავებს მოჰკითხეთ შეცდომებზე პასუხი და მერე სხვას!
ქების მაგივრად ,დროულად ზუსტი ინფორმაციის მიწოდება იყო საჭირო ხალხისთვის.
ეს ფაქტია და საკამათოც არ არის !
საკამათოდ არ ვწერ, გასააზრებლად ვწერ , გაუაზრებელი კომენტარის საპასუხოდ !!“














კომენტარები