• რეკლამა
  • კონტაქტი
19:09, სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არჩევნებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, უთანასწორო სისტემაშიც კი!” – ლელო

ალია ავტორი - ალია
14:20 04-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
89

„ლელო — ძლიერი საქართველო“ უნგრეთში პროევროპული ლიდერის გამარჯვებას განცხადებით ეხმაურება და აცხადებს:

ვულოცავთ უნგრელ ხალხს რეჟიმზე გამარჯვებას, დემოკრატიული არჩევანის გაკეთებას და ევროპული გზის მხარდაჭერას. ეს გამარჯვება არის თავისუფლების, ღირსებისა და დემოკრატიული ღირებულებების რწმენის შედეგი!

უნგრეთის არჩევნები, სადაც ორბანის 16-წლიანი ავტოკრატიული მმართველობის პირობებში ევროპული კურსის მხარდამჭერმა ძალებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ხალხი საბოლოოდ მუდამ აკეთებს არჩევანს რეალური კეთილდღეობის, დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული მომავლის სასიკეთოდ.

ორბანის მმართველობის წინააღმდეგ საზოგადოების მკაფიო პოზიცია არის მაგალითი იმისა, რომ არცერთი სისტემა არ არის ურღვევი და ვერცერთი გამყალბებელი სისტემა ვერ აღუდგება წინ ხალხის ნებას, როდესაც მოქალაქეები მასობრივად დაუპირისპირდებიან რეჟიმს არჩევნებში!

უნგრეთმა გვაჩვენა, რომ ავტოკრატიები დროებითია, ხოლო თავისუფლების, სამართლიანობისა და ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა მუდმივი!

უნგრეთმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მოქალაქეების მასშტაბური აქტიურობა არჩევნებში არის გადამწყვეტი და განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს!

უნგრეთის მაგალითი ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. საქართველოშიც საზოგადოება დგას ისტორიული არჩევანის წინაშე – დავიბრუნოთ და გავაძლიეროთ ევროპული გზა, რომელიც დაკავშირებულია კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვასთან, თუ დავრჩეთ რეგრესის გზაზე, შევქმნათ გამჭვირვალეობაზე დაფუძნებული სახელმწიფო, თუ დავრჩეთ კორუფციულ, უკანონო, იზოლირებულ სივრცედ, სადაც არავინ არის დაცული.

ევროპული კავშირი არ არის მხოლოდ გეოპოლიტიკური არჩევანი, ეს არის ცივილიზაციური სივრცე, სადაც სახელმწიფო ემსახურება მოქალაქეს და არა პირიქით.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეები უნგრელების მსგავსად კიდევ ერთხელ გააკეთებენ არჩევანს ევროპული მომავლის სასარგებლოდ, რადგან ევროპული არჩევანი, ეროვნული არჩევანია!

როგორც უნგრეთში, ასევე საქართველოში, დემოკრატიული ცვლილებები გარდაუვალია თუ საზოგადოება მტკიცე და ერთიანია. ჩვენი, როგორც პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობაა, ამ მოთხოვნას ღირსეულად ვუპასუხოთ.

უმთავრესი გაკვეთილი ცხადია: ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ! დემოკრატიული ოპტიმიზმი საარჩევნო ნიჰილიზმის მაგიერ! პოლიტიკის დაბრუნება ხალხისთვის და მისი ჩაყენება ადამიანების სამსახურში! ეს იყო, არის და იქნება “ძლიერი საქართველო – ლელოს” მთავარი რწმენა ჩვენს ბრძოლაში რეჟიმის წინააღმდეგ.

არჩევნებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი უთანასწორო სისტემაშიც კი!, – ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved