თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის ე.წ. ლოქდაუნის დაწესება არ იგეგმება, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება გაგრძელდება.
„რასაც ჰქვია სრული ჩაკეტვა, რომელშიც გაზაფხულზე ვიმყოფებოდით, მე ვფიქრობ ასეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, თუმცა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა “რუსთავი 2-ის” ეთერში კალაძემ.
წამყვანის კითხვაზე იგეგმება თუ არა ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვაა, ანუ ე.წ. კომენდანტის საათის დაწესება მეორე ტურამდე, ოპოზიციის აქციების ფონზე, დედაქალაქის მერი პასუხობს:
„შეიძლება ამის საჭიროება იყოს ისევ და ისევ, იმისათვის, რომ დავიცვათ ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. შეზღუდვებთან დაკავშირებით, ეს არც ჩემი გადასაწყვეტია და არც კონკრეტულად რომელიმე მინისტრის, ამ გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კომენტარები