• რეკლამა
  • კონტაქტი
21:35, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არჩევნების გაყალბებით დაკავებულმა ხელისუფლებამ გელათი დაივიწყა- მედეა მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
16:39 11-29-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

“არჩევნების გაყალბებისთვის სახელისუფლებო რესურსების უპრეცედენტო მობილიზებით დაკავებულმა ხელისუფლებამ სრულებით გადაივიწყდა გელათის გარშემო არსებული უკიდურესად მძიმე ვითარება,”-ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი მედეა მეტრეველი საუბრობს.
მედეა მეტრეველი მთავრობის მიერ დაგვიანებული რეაგირების, გულგრილობის, საჯაროობის ნაკლებობის, თანხების არამიზნობრივი ხარჯვაზეც საუბრობს.
“ამ ყველაფრის ფონზე, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები – გელათის მთავარი ტაძარი და წმ. გიორგის ტაძარი – განადგურების პირას მიიყვანა, შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული იყო პირობა, რომ გელათის მთავარი ტაძარი, ზამთრის დასაწყისს, დროებითი გადახურვის დასრულებული კონსტრუქციით შეხვდებოდა. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის და ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია დროებითი გადახურვის კონსტრუქციის დასრულებასთან დაკავშირებით საზოგადეობის კიდევ ერთხელ შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. კლიმატის გაუარესების და ნალექის მომატების ფონზე, გელათი ზამთარს მაინც დაუცველი ხვდება. კვლავინდებულად ლურჯი ტენტით არის გადახურული ტაძრის დასავლეთის მკლავის ნაწილი, რაც ქვის და ფერწერის დაზიანების პროცესს შეუქცევადს ხდის. ტაძრის შიგნით უფუნქციოდ არის დარჩენილი ხარაჩოები და შიდა სარესტავრაციო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დაწყებულა,”-აცხადებს მედეა მეტრეველი.
მისივე თქმით, პროფესიული ჯფუფების და ფართო საზოგადოების მოთხოვნების პარალელურად, „ლელომაც” არაერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროს დროულად გადაედგათ ქმედითი ნაბიჯები, აეღოთ სრული პასუხისმგებლობა და მართვის სადავეები ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლის გადასარჩენად.
“კვლავინდებურად მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აიღოს სრული პასუხისმგებლობა ტაძრების დროებითი გადახურვის და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, გაითვალისწინოს „ფერწერის საბჭოს” წევრების რეკომენდაციები, ,,ICOMOS საქართველო”-ს მიერ 2020 წლის 12 ოქტომბრის შეფასება სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით და, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაასაჯაროვოს: გელათის ღვთისმშობლისა და წმ. გიორგის ტაძრების რესტავრაცია-კონსერვაციის სრული პროექტი, სააგენტოს 2017-2019 წლის ანგარიშები, 2017-2020 წლების სააგენტოს მონიტორინგის და ჩატარებული სამუშაოების ანგარიშები, წმ. გიორგის ტაძრების დროებითი გადახურვების სრული პროექტი, ფერწერის საბჭოს შეფასებები და კომენტარები სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით,”-აღნიშნა მეტრეველმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved