• რეკლამა
  • კონტაქტი
13:22, ხუთშაბათი, 8 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არჩევნების გადადებაზე საუბარი წყალს ხელისუფლების წისქვილზე ასხამს“ – თაკო ჩარკვიანი ლომჯარიას განცხადებაზე

ალია ავტორი - ალია
12:47 08-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

„უღირდა ხელისუფლებას ამად? როგორც ჩანს, პოლიტიკურად უღირდა“,- განაცხადა CNews-თან პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გუშინდელ განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო, არჩვები უნდა გადაიდოს.

ჩარკვიანის თქმით,  ლომჯარიას ეს განცხადება არ მოეწონა, რადგან არჩევნების გადადება ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავს. 

„პირდაპირ გეტყვით, რომ პოლიტიკურად არ მომეწონა ლომჯარიას განცხადება იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ზუსტად ამისთვის ყველაფერი გააკეთა. საერთოდ, ნინოს ძალიან პატივს ვცემ და ამ ტიპის განგაში ცოტა ადრე რომ ავტეხოთ ადამინებმა, ვფიქრობ, უმჯობესია. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ხელისუფლებამ საქმე აქამდე თავად სპეციალურად მიიყვანა.  შალვა ნათელაშვილი რომ გამოვიდა და სასჯელზე ისაუბრა, ვიღაცას შეიძლება, ეს პოლიტიკური მიზეზი ეგონა, მაგრამ შალვამ ძალიან სწორი მიმართულებით წაიყვანა. გულწრფელად გეუბნებით: ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი ხელისუფლების წინააღმდეგ საზოგადოებამ უნდა შეიტანოს სარჩელი. ეს საქართველოს თითქმის გენოციდია. 

მოდით, ჩვენ არითმეტიკით დავიანგარიშოთ: 10 დღეში გამოდის 630 გარდაცვლილი. წარმოიდგინეთ, საქართველოსთვის ყოველ 10 დღეში 630  გარდაცვლილი რა საშინელება, როცა 3 მილიონიც აღარ ვართ.  

ახლა არჩევნების გადადებაზე საუბარი ხელისუფლების წისქვილზე  ასხამს წყალს, მოდით, ვისაუბროთ რეგულაციების გამკაცრებაზე. არ ვგულისხმობ ჩაკეტვას, ჩაკეტვის გარეშეც შესაძლებელია სხვადასხვა სახის რეგულაციის გამკაცრება, პირბადის ტარებასა და დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით. რეგულაციების გამკაცრება არ მოითხოვს ჩაკეტვას, ამას სჭირდება კარგი მენეჯმენტი“, – განაცხადა ჩარკვიანმა 

მისივე თქმით, ოპოზიციასაც ცოტა ადრე უნდა ეყვირა, რადგან ქვეყანა ამ გენოციდამდე არ მისულიყო. 

„ასევე, საჭირო იყო ოპოზიციის ჩართულობა. ვხედავ, რომ ოპოზიციაში არიან ძალები, რომლებსაც უნარი შეგვწევს, რომ ერთად დავსხდეთ და გავაკეთოთ ყველაფერი კოვიდთან ბრძოლაში. 

ახლა არჩევნების გადადებაზე საუბარი სწორად არ მიმაჩნია, მომიტოვეს ნინომ, მაგრამ მე ასე არ ვხედავ. ისე, ლომჯარიას ბევრ საკითხში ვეთანხმები და პატივს ვცემ, მაგრამ გადადება რამდენად სწორი იქნება, ვერ გეტყვით.  

გადადებამდე რომ გვეყვირა, 3 თვით ადრე, არ იქნებოდა ურიგო. ყველაზე ვსაუბრობ, ოპოზიციასაც ეხება ეს, რადგან ეს მოსალოდნელი გენოციდი თავიდან აგვერიდებინა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ჩარკვიანის თქმით, ქვეყანას არ აქვს კოვიდსაწინააღმდეგო ნორმალური მენეჯმენტი, ყველაფერ ამაში კი ხელისუფლებაა დამნაშავე რადგან  არაფერი კეთდებოდა და არ კეთდება კოვიდრეგულაციების დაცვის საკითხში. 

„არ არსებობს მენეჯმენტი, არ არსებობს მიდგომა, ახლა დგანან და ითვლიან, რომ თურმე, 100-ზე მეტი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს. 

აბა, გავიხედოთ, რა კეთდება და რა კეთდებოდა, ტურისტების რა რაოდენობა შემოდიოდა რუსეთიდან. გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ ისინი გაყალბებული საბუთებით მოდიოდნენ, რუსეთისგან ეს ხომ არ არის გასაკვირი. ეს უღირდა ხელისუფლებას ამად? როგორც ჩანს, პოლიტიკურად უღირდა!

მესმის ლომჯარიასი და გაგებით ვეკიდები მის განცხადებას, 70 ადამიანი კვდება და დავკეტოთ, მაგრამ პოლიტიკურად, მგონია, რომ ყველაფერი, ეს ჩაფიქრებული გეგმაა ხელისუფლებისგან ან შეგნებულად გაკეთებული, ან მართლა უნიჭოდ მართეს მენეჯმენტი“,- განაცხადა ჩარკვიანმა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ახალი ამბები

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა

14:37 01-06-2026
როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved