იმედი მაქვს, ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ისინი დაუბრუნდებიან საარჩევნო პროცესს, რადგან ეს არის ერთადერთი კონსტიტუციური და კანონისმიერი გზა. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობამ ლეგიტიმურად ცნო არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„სამართლებრივად მოხდება ის, რომ არჩევნები შედგება, მათ შორის ჩატარდება მეორე ტური. თეორიულად თუ დავუშვებთ, პარლამენტის ფუნქციონირებას, თუ ოპოზიცია მის ბლოკირებას გადაწვეტს, ხელი ვერანაირად ვერ შეეშლება. პარალამენტი ჩვეულებრივად იფუნქციონირებს. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია ოპოზიცია გონს მოეგოს და იმედი მაქვს, რომ ისინი მომავალში დაუბრუნდებიან კონსტრუქციულ რეჟიმს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
კომენტარები