• რეკლამა
  • კონტაქტი
09:02, კვირა, 15 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არჩევნებამდე დარჩენილია ორი კვირა და მთელი შემართებით შევუტევთ ამ უღიმღამო მთავრობას, რომელმაც წააგო კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაც” – მამუკა ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
22:48 10-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

ხაზარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის და მისი გუნდი თვითიზოლაციაშია, ერთი წამით არ წყვეტენ ბრძოლას, რომ ის გაუგებრობა, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია, წარსულს ჩააბარონ.

“არ ვეთიშებით საარჩევნო პროცესს, როდესაც წინააღმდეგობა ჩნდება, ჩვენი გუნდი მეტად მობილიზებული ხდება, პარტია ძალიან სერიოზულად მობილიზდა. ონლაინ, მაგრამ მაინც მე ვიქნები ჩემს გუნდთან ყველა მიტინგზე, ყველგან, სადაც ისინი იქნებიან და ერთად დავასრულებთ იმ მმართველობას, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შექმნა. მათ აწყობთ, რომ რაც შეიძლება ცოტა ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, მაგრამ ამ კრიტიკულ მომენტში ყოველთვის ჩვენი ხალხი იჩენს კეთილ ნებას და ეს ასახულია ყველა გამოკვლევაში, რომელშიც ადამიანების 70% ადასტურებს, რომ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ყველაფრის მიუხედავად, ხალხი მივა არჩევნებზე და მისცემს ხმას ახალ მომავალს, ეს კი არის “ლელო”. წარმოიდგინეთ, რომ “ლელო” არ შექმნილიყო, მაშინ არჩევანი გაკეთდებოდა ისევ ამ ძველ ორ პოლუსს შორის. ჩვენ გვაქვს “ლელოს მარშალის გეგმა”, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს მძიმე მდგომარეობიდან. ისეთ ადამიანებს უნდა დავუჭიროთ მხარი, ვისაც საქმე გაუკეთებია, იცის და კომპეტენტურია,”-განაცახადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ იმ ტიპიურ აღტკინებაზეც ისაუბრა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გამოავლინა, რომ ვითომ მათ შეძლეს და კოვიდზე გაიმარჯვეს.

“მხოლოდ 8 ოქტომბერს გამოყვეს 48 მილიონი ინფექციურისთვის. მე ვერ გავიგე, რა არის მართვა. ამდენი სესხი რომ აიღო ხელისუფლებამ, გამოაქვეყნოს, გახარიამ ფული სად დაიხარჯა. ამ მთავრობას უნდა, ჩვენი ფულის ჭამა გააგრძელოს, ამას არ დავუშვებთ, ჩვენ ყველა დანარჩენ ოპოზიციურ ძალებთან ერთად დავიწყებთ ქვეყნის აღორძინებისთვის მუშაობას,” – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved