• რეკლამა
  • კონტაქტი
00:40, შაბათი, 11 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არავითარი რეალური შეღავათი ტურიზმის სექტორისთვის არ გაკეთებულა” – ცოტნე ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
15:44 11-29-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

„წლევანდელი ტურისტული სეზონი მთლიანად ჩავარდა. „მწვანე ზონის“ სტატუსი, რაც ჩვენს ქვეყანას ზაფხულში ჰქონდა, მთლიანად წყალში გადავყარეთ“ , – ამის შესახებ BMG-ის „ტრეფიკ თრეველის“ ხელმძღვანელმა, ცოტნე ჯაფარიძემ განუცხადა.

ჯაფარიძის თქმით, არაერთი აქცია გაიმართა მოთხოვნით, რომ იმ ქვეყნებთან, სადაც შედარებით უკეთესი ეპიდემიური ვითარება იყო, საზღვრები გახსნილიყო და იმ მდგომარეობის თავიდან აცილება, რაც ახლა ტურიზმის სექტორშია, ქვეყანას შეძლებოდა. ჯაფარიძე ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის ტურიზმი ზამთრის სეზონზე მეორე კატასტროფის წინაშე დგას, ვინაიდან ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გამო, სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნა არ იგეგმება.

„გუდაურში, რომელიც ყველაზე პოპულარული კურორტია, წელს იმ ფონზე, როცა უცხოელები ვერ ჩამოდიან, აბსოლუტურად შესაძლებელი იყო დისტანციის დაცვა, საბაგიროებზე განსაზღვრული ოდენობის ხალხის შეშვება, ტრასებზე ადამიანებს ხომ ისედაც არავისთან აქვთ კონტაქტი. საკმაოდ დიდი ფართობის გარე სივრცეებია, რომელთა ათვისებაც შეიძლებოდა, მათ შორის, გარე კაფეებისაც.

საგულისხმოა წლევანდელი ამინდის ხელშეწყობაც – ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, წელს გუდაურში ნოემბერში თოვლი მოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კურორტი თეორიულად მზად არის სეზონის გასახსნელად. რეგიონში არსებულ სასტუმროებს, რესტორნებსა და კაფე-ბარებს შარშანდელი ზამთარიც ჩაუვარდათ იმიტომ, რომ წყლის პრობლემა იყო. როცა ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდა და იმდენი თოვლიც მოვიდა, რომ ტრასები დაიფარა, ქვეყანაში პანდემია გამოცხადდა და კურორტი მთლიანად დაიხურა. რა თქმა უნდა, ზაფხულის სეზონიც მთლიანად ჩავარდა და იქაურ ბიზნეს სექტორს იმედი ჰქონდა, რომ ახალ წელს მაინც იმუშავებდნენ და მცირე დოვლათს შეიტანდნენ ოჯახებში თუ ბიზნესში. ამ დროს რა ხდება? მთავრობა მეორე ლოქდაუნს და შეზღუდვებს აწესებს“ , – განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, სამთავრობო შეღავათებიდან, ტურიზმის სექტორს დაუწესდა გარკვეული დახმარება, რაც ჯაფარიძის შეფასებით, „სრული ნონსენია“.

„საშემოსავლო გადასახადს არ იხდი, თუ არ მუშაობ და თუ არავინ გყავს დასაქმებული, საქმე თუ არ გაქვს, შესაბამისად, არაფერს იხდი. ანუ არავითარი რეალური შეღავათი ტურიზმის სექტორისთვის არ გაკეთებულა. შეღავათი მაშინ იქნებოდა სწორი, თუ სექტორს მთავრობა მინიმუმ 6 თვით მაინც მთლიანი გადასახადებისგან გაათავისუფლებდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, არც აპირებენ ამის გაკეთებას. ახლა ისეთი მდგომარეობაა და ყველა ისეთ ცუდ დღეშია, ერთადერთი გამოსავალი ის იქნება, რომ თუ ვინმე იმუშავებს, არაფერი გადაახდევინონ“, – განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ტურიზმის გასაცოცხლებლად მუშაობა უკვე უნდა მიმდინარეობდეს და ქვეყნის სწორად პოზიციონირება უნდა ხდებოდეს საერთაშორისო ბაზრებზე: იქ, საიდანაც ტრადიციულად შემოდიოდნენ მაღალმხარჯველი სტუმრები.

„ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რაზეც დიდი ხანია, ვსაუბრობთ, მაგრამ არანაირი შედეგი არ გვაქვს – პირდაპირი რეისების დანიშვნა აშშ-დან, საიდანაც ამერიკელი ტურისტების დიდ ნაკადს მივიღებთ. პანდემიამდე, პირდაპირი რეისების არქონის მიუხედავად, ქვეყანაში ძალიან ბევრი ამერიკელი ტურისტი ჩამოდიოდა. იგივე სტრატეგია უნდა გაეწიათ სკანდინავიის ქვეყნებთან; დანია, შვედეთი, ნორვეგია – ეს ის ქვეყნებია, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალი ეკონომიკური შესაძლებლობის მოსახლეობა ცხოვრობს.

შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის სწორად პოზიციონირება საერთაშორისო დონეზე ძალიან მნიშველოვანია, ამის შემდეგ სიაში დგას ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა ჯერ კიდევ 2019 წელს. ინფრასტრუქტურულ ერთეულში, ზოგადად, ვგულისხმობ გზებს და ასევე, სახელმწიფო დაქვემდებარებაში არსებული ობიექტების, მუზეუმების და დაცული ტერიტორიების მოწესრიგებას“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

წყარო: BMG-ი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved