საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სუს-დან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით ისაუბრა და ტრადიციულად, ტელევიზიები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებენ.
მისივე თქმით, გადაცდომის აღმოჩენის შემთხვევაში ეკლესია შესაბამის ზომებს მიიღებს.
“ამ ტელევიზიების უკან ვინც არიან, მათ ვუსვამთ საკითხს, ნამდვილად გინდათ, რომ ეკლესიამ ყველაფერი ილაპარაკოს და წინასაარჩევნოდ ნამდვილად გინდათ, რომ თავის მრევლს ყველაფერი დაუღეჭოს და უთხრას, რასაც თქვენ შესახებ ვფიქრობთ? აი, შევხედავთ რამდენიმე დღე, კიდევ დავაკვირდებით რა რიტორიკა იქნება, რა პათოსი იქნება და შესაძლებელია, რომ ამის მერე არავის აღარ უკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს რა გააკეთოს მან არჩევნებზე”, – განაცხადა ჯაღმაიძემ “ერთსულოვნების” ეთერში.
კომენტარები