• რეკლამა
  • კონტაქტი
13:55, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არავინ არავის არაფერი აჩუქა, ეს ჩუქება კი არა, ვალდებულებებია, რომ ტყეს სათანადო პირობებით მოუარონ – ლევან დავითაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:18 01-31-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

არავინ არავის არაფერი აჩუქა, ეს ჩუქება არ არის, ეს არის ვალდებულებები, რომ ტყეს მოუარონ სათანადო პირობებით და ამაში სახელმწიფოს გადაუხადონ თანხა. აპელირება, რომ პრემიერ-მინისტრის ოჯახი, ან ვიღაც არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში, არასწორია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერის ოჯახისთვის ბაკურიანის ტყის ნაწილის იჯარით გადაცემის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

“აბსოლუტურად ლეგალურად, აუქციონის პირობებში მოხდა ამ კონკრეტული ტყის მონაკვეთის გაიჯარება. დღეს, თითოეულ თქვენგანს, ვინც აქ ესწრებით ბრიფინგს, შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და მე თქვენ გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენთვის სასურველი ტყის ობიექტი, სათანადო პასუხისმგებლობის ფარგლებში გადმოგეცემათ, ასევე საიჯარო ვალდებულებებით. ანუ, კი არავინ არავის არაფერი არ აჩუქა, ეს ჩუქება კი არ არის, ეს არის, პირიქით – ვალდებულებები მათთვის, რომ ტყეს მოუარონ სათანადო პირობებით და ამაში, პლუს, სახელმწიფოს გადაუხადონ თანხა.

ეს იყო ღია წესით, აბსოლუტურად გამჭვირვალე ღია აუქციონის პირობებში, კანონმდებლობის ყველა მოთხოვნის შესაბამისად გადაწყვეტილი საიჯარო ხელშეკრულება. რამდენადაც არავინაა პრივილეგირებული, ყველას შეეძლო ამ აუქციონში მონაწილეობა.

გადასახადი არის წელიწადში 5000 ლარამდე, რომელიც კანონმდებლობითაა განსაზღვრული, ხაზს ვუსვამ. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია იგივე გააკეთოს, თუ მზად არის, რომ ის პასუხისმგებლობები იკისროს, რომელიც იქნება მოიჯარისთვის განსაზღვრული.

ეს უფლებები კი არა, ძირითადად, ვალდებულებებია, რომ ვიღაცამ შეასრულოს ტყის მოვლის კუთხით – რატომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ასეთი ვალდებულება, შეიძლება იკითხოთ. დღეს ჩვენ მიმდინარე 22 ხელშეკრულება გვაქვს და 100-ზე მეტი განაცხადი ასეთივე საიჯარო ხელშეკრულების, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს აქვს კონკრეტული მიზნები ტყის მოვლა-შენარჩუნების, იმიტომ, რომ შეიძლება იყოს მის საცხოვრებელ ან კომერციულ ობიექტთან ახლოს და მის ინტერესში იყოს, რომ ტყე განსაკუთრებულ კარგ პირობებში იყოს და კარგად მოვლილი. რამდენადაც ჩვენი პასუხისმგებლობაა 3 მილიონზე მეტი ჰექტრის მოვლა, და სახელმწიფოს ძალიან მცირე რესურსი აქვს, კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება ტყეში ის ხარისხობრივი მდგომარეობა გვქონდეს, რომელიც გვინდა,”- აღნიშნა მინისტრმა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved