დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემების თანახმად, არავაქცინირებულ პირებში კორონავირუსით გარდაცვალების რისკი 11-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პირებში.
კვლევა ჯანდაცვის 16 დეპარტამენტის მონაცემებს ეყრდნობა, რაც აშშ-ის მოსახლეობის 30%-ს შეადგენს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ არავაქცინირებულ პირებს ინფიცირების რისკი 6-ჯერ უფრო მეტი აქვთ, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პირებს.
CDC-ის ცნობით, ვაქცინა სიკვდილისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ დაცვას უზრუნველყოფს.
კომენტარები