იუმორისტი ნიკა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს:
„არასწორად ვატარებთ არჩევნებს. დროს ვკარგავთ. თუ არჩევნებით ქვეყნის უკეთესი მომავალი გვინდა, ქვეყანაში მუდმივად მაცხოვრებელმა მოქალაქეებმა არ უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ მაგარი აზელილები ვართ, ვერ ვართ არჩევანში თამამი და თავისუფალი (ამ ეტაპზე). მაინც საკუთარ, პატარა, პირად ნათელ მომავალს ვხაზავთ ასე თუ ისე.
არჩევნები უნდა ჩავატაროთ ემიგრანტი ქართველებისთვის. ვინც ამ ქვეყანაში არჩევნებზე დამოკიდებული არ არის არც ბიზნესით, არც ჭამა-სმით, არც დასაქმებით, არც ფინანსურად და აქეთ აგზავნიან ფულსაც, განათლებასაც, ქართველობასაც, ტარისაც და ტარალესაც. ვისაც კიდია კონკრეტული სახელები და გვარები და მხოლოდ ის უნდათ რომ საქართველო უკეთესი იყოს.
მოკლედ ჩვენ 10-15 წელი რომ დავისვენოთ და მაგათ ვანდოთ ეს ამბავი, მგონი დაგვილაგებენ საკაიფოდ.“
კომენტარები