• რეკლამა
  • კონტაქტი
03:05, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, არასწორად მიმაჩნია ნიკა გილაურზე მხოლოდ გვარამიამ ილაპარაკოს” – ელენე ხოშტარიას წერილი

ალია ავტორი - ალია
16:23 07-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,697

ელენე ხოშტარია რუსთავის ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,თავს ვალდებულად ვთვლი, ნიკა გილაურთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს გავცე პასუხი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს კითხვები როგორ და რატომ გაჩნდა. საზოგადოებას აქვს უფლება იკითხოს, არ გვენდოს, გაგვაკრიტიკოს. ჩვენ კი გვაქვს ვალდებულება – ვუპასუხოთ ყველა მათ კითხვას. ასევე, ნიკა გილაურის წინაშეც ვგრძნობ ვალდებულებას, მასთან თანამშრომლობის შესახებ სრულიად გულწრფელად ვთქვა სიმართლე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არასწორად მიმაჩნია ნიკა გილაურზე მხოლოდ გვარამიამ ილაპარაკოს, რადგან მასთან პირადი თანამშრომლობა გვქონდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოთხივე ლიდერს.

მე გილაურთან ჩემი, და არა ვინმეს პასუხისმგებლობით, დავიწყე ურთიერთობა, მათ შორის, ისეთ კითხვებზე პასუხების მიღების შემდეგ, რაც ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო. შესაბამისად, ამ ურთიერთობაზე პირადად ვარ პასუხისმგებელი და არა ვინმეს გავლით.

1. ურთიერთობის ყველა ეტაპზე და ყველა გადაწყვეტილება იყო შეჯერებული კოალიციის ოთხივე ლიდერთან.
2. არც ერთ ეტაპზე არ არსებობდა ურთიერთობა, სადაც გილაური რაიმე სახის წინაპირობებს, დავალებებს ან მითითებებს გასცემდა.
3. თანამშრომლობის არც ერთ ეტაპზე, გილაურისგან წინაპირობა – პრემიერობის კანდიდატობა არ ყოფილა. მისი პრინციპული, სწორი და სრულად ჩვენგან გაზიარებული პოზიცია იყო – საერთო პრემიერობის კანდიდატის აუცილებლობა, მათ შორის, საუბარი იყო სალომე ზურაბიშვილზეც, როგორც ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატზე.
4. ჩვენი თანამშრომლობის უდიდესი ნაწილი იყო საქართველოს რეფორმების, სატრანზიტო გზის, შუა დერეფნის, ეკონომიკური განვითარების, მმართველობის რეფორმის შემუშავება, რაც ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი გამოცდილება იყო.
5. ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენი – „კოალიცია ცვლილებისთვის“ ამოცანა ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლის „წამოღება“ არასდროს ყოფილა. მეტიც, პირადად ნიკა გილაური ამას პროცესის რისკად და გამარჯვებისთვის არასასურველ სცენარად მიიჩნევდა. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით იმაზე, რომ აუცილებელია ახალი ამომრჩევლის მოზიდვა და არა ნაციონალურ მოძრაობასთან ამომრჩევლის გაყოფა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს იყო ნიკა გილაურის პოზიცია, რომელსაც ჩვენც სრულად ვიზიარებდით.
6. არ ვეთანხმებოდი გილაურის ჩრდილში ყოფნას და ამაზე გვისაუბრია, გვიკამათია, გვიმსჯელია. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ამბიციის მქონე აქტორი საჯაროდ უნდა პოზიციონირებდეს.
7. ნიკა გილაური, არჩევნების გაყალბების შემდეგ, არსად აორთქლებულა. ის აგრძელებდა ურთიერთობას ჩვენთან. ის მონაწილეობდა პროტესტში არჩევნების გაყალბების შემდეგ და იდგა რუსთაველის გამზირზე კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში. ასევე, მან შექმნა საქველმოქმედო ფონდი, რომელმაც დააფინანსა აქციაზე დაზიანებული არაერთი ადამიანის მკურნალობა. ფონდი ეხმარებოდა კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებს, რომლებიც სამსახურიდან საქართველოს ევროპული მომავლის ერთგულების გამო გაათავისუფლეს. ფონდმა გადაიხადა არაერთი უკანონო ჯარიმა. გილაურის საქველმოქმედო ფონდი ივანიშვილის რეჟიმმა დააყადაღა. ნიკა გილაური არ არის ერთადერთი, ვინც რაღაც ეტაპზე ამ საქმიდან გავიდა და საერთოდ არ მიმაჩნია, რომ მას რაიმე ვალდებულება გააჩნია ამ მხრივ. საზოგადოებამ თავად განსაჯოს, როდის გამოჩენა და როდის წასვლაა სწორი თუ არასწორი, ეს სხვა საკითხია. მე მიმაჩნია, რომ მას მადლობის გარდა არაფერი ეთქმის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაწეული ბრძოლისთვის.

ვიმეორებ: აბსოლუტურად ყველანაირი კითხვა, კრიტიკა, მიუღებლობა ნებისმიერი პოლიტიკოსის, მათ შორის ჩემს მიმართ, არის ლეგიტიმური და ჩვენ ვალდებულები ვართ, ამ კითხვებს გავცეთ პასუხი. ამასთანავე, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩემი პასუხების ადრესატი არის მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოება და არავითარ შემთხვევაში რომელიმე სხვა პარტიის ლიდერი, წევრი ან წარმოადგენელი.

ყველაფრის მიუხედავად, მჯერა, რომ არსებობს სივრცე ერთად ბრძოლისთვის.

01/07/2026“

თეგები: ელენე ხოშტარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved