თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციელის პროცესი გაიმართა.
საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს.
წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას მხარი 12-დან 8 ნაფიცმა მსაჯულმა დაუჭირა.
სასამართლომ პოლიციელს სასჯელის ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ინფორმაციისთვის, თბილისის მეტროში სამართალდამცველმა შშმ პირი სცემა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა 24 იანვარს გავრცელდა.
მოგვიანებით მეტროში შშმ პირზე ძალადობის ფაქტზე ორი პოლიციელი დააკავეს.
კომენტარები