• რეკლამა
  • კონტაქტი
16:35, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არასოდეს მომხდარა საქართველოში ასეთი ამბავი, რომ მამას შვილი დაეყენებინოს ფარად – 15-17 წლის ბავშვები დაიყენეს ფარად“ – მიხეილ ყავლაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:58 03-14-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
19,116

ჩვენ არ გავჩერდებით – ყველას ვაპატიებ და შევუნდობ, მე რა შეურაცხყოფაც მომაყენეს, მაგრამ ჩემი შვილის შეურაცხყოფისა და დაზიანებისთვის, რომ მამა მოღალატე ჰყავს, საფლავში ჩაგყვებით ყველას და სიმართლეს ბოლომდე მივიყვანთ, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პროპაგანდა, რომელიც კანონის რუსულად შერაცხვასა და დეპუტატების მოღალატეებად შერაცხვას ემსახურებოდა, ლიბერალური ფაშიზმის შედეგია.

„შეცდნენ? გამობრძანდნენ და ბოდიში მოიხადონ. ან არადა, დაგვიმტკიცონ, რომ ეს რუსული კანონია. და დაგინებაც მოჰყვება ბოლოს, როგორც ვიცი ხოლმე, რადგან სხვა ენა არ ესმით – ან დაამტკიცონ რომ ეს რუსული კანონია, ან [ვხედავთ] რუსულ საქმეს ვინც აკეთებს. რუსული საქმეა, აქ რომ რევოლუციას მოაწყობდნენ და რუსეთი ეგრევე შემოვიდოდა.

1937 წელს დახვრეტილი მწერლების ფოტოებით მოვიდნენ და მანიპულირებდნენ ეს „საზოგადო მოღვაწეები“, შემდეგ ჩვენი გვარების გასაჯაროება დაიწყეს და მოღალატეებად შეგვრაცხეს. იმ დახვრეტილი ადამიანების შვილების მაშინდელი ყოფა ერთი ერთში ჯდება ჩვენი შვილებისა და იმ ადამიანების ყოფასთან, ვისაც უკვე გამოგვიტანეს განაჩენი, რომ მოღალატეები ვართ. ეს სწორედ ლიბერალური ფაშიზმია!

არასოდეს მომხდარა საქართველოში ასეთი ამბავი, რომ მამას შვილი დაეყენებინოს ფარად – 15-17 წლის ბავშვები დაიყენეს ფარად. მე ვიცი, რომ მამა უნდა ეფარებოდეს შვილს, ის უნდა წავიდეს წინ და 15-17 წლის ბავშვები რომ გადაიფარეს, ეგ არის მათი ვაჟკაცობა?“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე განმარტებით, კანონპროექტი საბაბი იყო, რათა რადიკალურ ოპოზიციას ქვეყანაში დესტრუქციული პროცესები განევითარებინა.

„კანონპროექტი საბაბად გამოიყენეს, რათა აქ ვნებათაღელვა გამოწვეულიყო. ყველაზე ევროპულად სწორედ „ხალხის ძალა“ მოიქცა – ჯერ კიდევ წლის ბოლოს დავაანონსეთ, რომ ამ კანონზე მუშაობას დავიწყებდით. კონსულტაციების შემდეგ ჩავატარეთ ბრიფინგი და განვაცხადეთ, რომ ამ კანონს ვაინიცირებთ. ანუ პროცედურულად რაც საჭირო იყო ამ კანონისთვის, გავიარეთ. ვინ იქცეოდა ველურად? ხალხმა ეს უნდა შეაფასოს.

საზოგადო მოღვაწეები რომ იფხრეწენ მაისურს, აბა რა ვქნათ და როგორ მოვიქცეთო, გეგონება, ვინმემ ან დამალა, რომ რუსეთი ოკუპანტი და მტერია – მშვიდობიანი გზით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, რასაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან აკეთებს. ორი გზა არის, თუ ასე გვინდა ომში ჩაბმა: წავიდეთ და ვიომოთ, ან ჯაფარიძესავით შარვლის ჩახდით გავაღიზიანოთ მტერი. მესამე გზა ისაა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ – ტერიტორიების დაბრუნების გზად მშვიდობა გვაქვს გამოცხადებული! აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩვენი დები და ძმები არიან, ჩვენ მათთან ერთად, მშვიდად ცხოვრება გვინდა!“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

„იმედინიუსი“

თეგები: მიხეილ ყაველაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს

15:58 11-02-2026
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა

15:37 11-02-2026
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით
ახალი ამბები

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით

13:26 11-02-2026
მითები და რეალობა ანალიზების შესახებ – სად გადის ზღვარი ჩვევებსა და ლაბორატორიულ სიზუსტეს შორის
ახალი ამბები

მითები და რეალობა ანალიზების შესახებ – სად გადის ზღვარი ჩვევებსა და ლაბორატორიულ სიზუსტეს შორის

09:00 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved