აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ Twitter-ზე არ დაბრუნდება მაშინაც კი, თუ კომპანიას ილონ მასკი შეიძენს და მის ანგარიშს აღადგენს. ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.
„მე მომწონს ილონ მასკი. ის არაჩვეულებრივი ადამიანია. ჩვენ ერთად Twitter-სთვის ბევრი რამ გავაკეთეთ იმ პერიოდში, როდესაც თეთრ სახლში ვიყავი. ამიტომ იმედგაცრუებული ვარ იმით, როგორც Twitter მომექცა. არასდროს დავბრუნდები ამ პლატფორმაზე”,- განაცხადა ტრამპმა.
კომენტარები