“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი, მედიასთან, წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ნომრის დასახელების ფაქტს აფასებს:
“სასიამოვნო არაფერია, მაგრამ არასასიამოვოა დედის გინება მუდმივად, ის ფიზიკური შეტევა და უხამში შეტევა, რომელსაც კონკრეტული ადამიანები ყოველდღე მიმართავენ, თითქოს არასოდეს არაფერი დაუშავებიათ და ევროსტანდარტით მოქმედებენ და მეტყველებენ.
ასეთი უბოროტო განცხადება და ყველასათვის ცნობილი ნომრის დასახელება, არ უნდა იწვევდეს იმას, რომ შემომდის წერილობითი განცხადებები, ზარები. ნურავინ მოიშველიებს ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებას საკუთარი უდანაშაულობის ან ანგელოზობის დასადასტურებლად.”
კომენტარები