• რეკლამა
  • კონტაქტი
01:51, შაბათი, 15 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არასამთავრობო სექტორი და მედია შარლ მიშელს მიმართავს — რას ითხოვენ ორგანიზაციები

ალია ავტორი - ალია
12:57 07-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიმართავენ. წერილს ხელს აწერს 54 ორგანიზაცია. ხელმომწერთა სია განახლებადია. მიმართვა ეხება 5-6 ივლისის ძალადობას და ხელისუფლების უმოქმედობას, დამნაშავეების დაუსჯელობას, ასევე, შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების არშესრულებას.

“დღეს, ისე როგორც არასდროს, მოველით, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ერთად დადგებიან ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის ძირითადი თავისუფლებების დასაცავად. გთხოვთ, გააგრძელოთ საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიური კომუნიკაცია და გააკეთოთ საჯარო განცხადებები ქვეყანაში დემოკრატიულ ჩავარდნებზე და იმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სვლა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ”, — აღნიშნულია წერილში.

ხელმომწერი ორგანიზაციები მადლობას ვუხდით შარლ მიშელსა და ევროკავშირის ელჩს იმ ძალისხმევისა და უწყვეტი ჩართულობის გამო, რასაც საქართველოში კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების მხარდასაჭერად ახორციელებენ. წერილშივე აღნიშნულია, რომ ხელმომწერი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები ამ ძალისხმევას კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მივიჩნევთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე.

“ამ თვეში დაშვებულმა ჰომოფობიურმა ძალადობამ საფუძველი შეურყია ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებებს და ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებები. საქართველოს მთავრობამ ვერ დაიცვა საკუთარი მოქალაქეები და წაახალისა ულტრამემარჯვენე ჯგუფების ძალადობა, რომლებიც აგრეთვე სარგებლობდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მხარდაჭერით. “თბილისი პრაიდის” მსვლელობა გაუქმდა, ხოლო ულტრამემარჯვენე მოძალადე ჯგუფები არასაკმარისი საპოლიციო დაცვის ფონზე, თავს დაესხნენ ჟურნალისტებს. ამ ძალადობის შედეგად ფიზიკურად დაზიანდა ათობით ჟურნალისტი, გარდაიცვალა ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. საზოგადოება მძიმედ არის ტრავმირებული. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ გამოიჩინეს უპრეცედენტო სოლიდარობა და მზაობა, რომ დაიცვან ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება და თანასწორობა.

მიუხედავად რამდენიმე პირის დაკავებისა, ძალადობის ორგანიზატორები დაუსჯელები არიან, მმართველი პარტია აგრძელებს მედიაზე თავდასხმას, კრიტიკულ მედიასაშუალებებს კი ბოიკოტს უცხადებს, რითაც არღვევს საქართველოს ვალდებულებებს, დაიცვას გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტები”, — აღნიშნულია წერილში.

გარდა ამისა, მიმართვაში საუბარია შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების არშესრულებაზე.

“მმართველმა პარტიამ არ შეასრულა ევროკავშირისა და აშშ-ს მედიაციით 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება. ამით მან კიდევ უფრო შეარყია საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ სასამართლოს არსებითი რეფორმის განხორციელებამდე შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურები, მმართველმა პარტიამ უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე დაამტკიცა. „ქართულმა ოცნებამ“ უგულებელყო კრიტიკა როგორც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მხრიდან.

არ ჩანს პოლიტიკური ნება, რომ ძირეულად შეიცვალოს ქვეყნის საარჩევნო სისტემა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა კვლავ პრობლემურია. თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობისა და სერიოზული დარღვევების ალბათობის გამო საერთაშორისო და ადგილობრივი აქტორები ინტენსიურად უნდა დააკვირდნენ და შეისწავლონ საარჩევნო პროცესი”, — აღნიშნულია წერილში.

შარლ მიშელისადმი მიმართვას ამ დროისთვის ხელს აწერენ:

  1. Alliance of Broadcasters — AB / მაუწყებელთა ალიანსი
  2. Institute for Development of Freedom of Information — IDFI / ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  3. International Society for Fair Elections and Democracy — ISFED / სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  4. Transparency International – Georgia / საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო
  5. Georgian Young Lawyers Association — GYLA / საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  6. Georgian Charter of Journalistic Ethics / საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  7. Georgian Democratic Initiative — GDI / საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  8. Georgian Association of Small and Medium Telecommunication Operators /საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  9. Rights Georgia / უფლებები საქართველო
  10. Open Society Foundation / ღია საზოგადოების ფონდი OSGF
  11. Georgian Regional Media Association —GRMA / საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  12. Liberal Academy Tbilisi / ლიბერალური აკადემია თბილისი
  13. Media Development Fund / მედიის განვითარების ფონდი
  14. Media Rights / მედიის უფლებები
  15. Media Club / მედია კლუბი
  16. TV Network / სატელევიზიო ქსელი
  17. Civil Society Institute (CSI) — სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
  18. Democracy Research Institute (DRI) / დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  19. Human Rights Center (HRC) / ადამიანის უფლებათა ცენტრი
  20. Shame Movement / მოძრაობა სირცხვილია
  21. Social Justice Center / სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  22. Sapari / საფარი
  23. Partnership for human rights / პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის
  24. Pen Center / პენცენტრი
  25. Media and Communication Educational and research Center / მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC)
  26. Independent Journalists’ House /თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  27. Green Sector / მწვანე სექტორი
  28. Mtavari arkhi / მთავარი არხი
  29. Formula / ფორმულა
  30. TV PIRVELI /ტვ პირველი
  31. TV Kavkasia / ტელეკომპანია კავკასია
  32. Media Holding Hereti / მედიაჰოლდინგი ჰერეთი
  33. Newspaper Batumelebi /გაზეთი ბათუმელები
  34. Netgazeti /ნეტგაზეთი
  35. Indigo Media / ინდიგო მედია
  36. Publika / პუბლიკა
  37. Tabula / ტაბულა
  38. Media Holding Kronika / მედიაჰოლდინგი ქრონიკა
  39. On.ge
  40. Media.Ge
  41. Investigative Journalists’ Team “iFact” / გამომძებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
  42. Internews Georgia /ინტერნიუსი საქართველო
  43. Openrustavi.Ge
  44. Media Group Rusavi / რუსთავის მედია ჯგუფი
  45. Guriismoambe.com / გურიის მოამბე
  46. Metronom.ge
  47. Kutaisi Today /ქუთაისი თუდეი
  48. Radio old town / რადიო ძველი ქალაქი
  49. Dailyinfo.ge
  50. At.ge
  51. FirtsNews.ge
  52. News Agency Expressnews
  53. TV akhali / ტელეკომპანია ახალი
  54. TV Odishi / ტელეკომპანია ოდიში

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved