• რეკლამა
  • კონტაქტი
03:50, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არასამიწე შევარდნაძემ დაიწყო ეს ყველაფერი და იქედან მოყოლებული, ყოველი მთავრობა მასზე დაკისრებულ სისაზიზღრეს ასრულებს ზედმიწევნით ბეჯითად და გულმოდგინედ!!!“ – ელიზბარ დიაკონიძე

ალია ავტორი - ალია
20:10 07-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
165

ირინე გოგოსაშვილი, ალია

საქართველოდან გადახვეწილი სასულიერო პირი, ელიზბარ დიაკონიძე.

– მოგესალმები ჩემო უბედურო ქვეყანავ, მიგდებულო უპატრონოდ და ამ მამონას მსახურთა ხელში მგმინავო! ყოველი ახალი მთავრობა წინაზე უარესია, ამ ,,წესრიგით” თუ ვიარეთ, წარმოგიდგენიათ. წინ რა მოგველის? უფალო დაგვიფარე!!!

ახლა ამბობენ, ის რაც დღეს თბილისში ხდება, ეს სააკაშვილსაც არ უკადრებიაო, არადა, ტყუილია… იმ არასამიწე შევარდნაძემ დაიწყო ეს ყველაფერი და იქედან მოყოლებული, ყოველი მთავრობა მასზე დაკისრებულ სისაზიზღრეს ასრულებს ზედმიწევნით ბეჯითად და გულმოდგინედ!!!

,,მახრჩობელა”(უდავ) კი აგვირგვინებს და არ მავიწყდება შევარდნაძის ნათქვამი, რომელიც მან  ივანიშვილის მოსვლისას თქვა – ,,აი, ახლა კი მივდივარ პოლიტიკიდანო… და ნეტავ, რა იგულისხმა? რა და ის, რომ აწი ბოლომდე დაგაქცევთო!!!“ რა, არ არის ასე? აბა, რას ნიშნავს ეს ყიჟინა, ძალიან დაგვიანებული, თუმცა მაინც საჭირო? ილოცეთ უდღეურებო, რომ ხალხი მხოლოდ ამ მიზეზით იკრიბება და არა შიმშილობის, დამათხოვრების, გაუფასურების გამო და წიხლით არ გამოგდენით გარეთ საერო თუ სასულიერო ხელისუფალთ, თუმცა ეგეც მალე მოგიწევთ!!!

მე ხალხს მოვუწოდებ, აღარ დაიშალონ და უკან მიაყოლონ ამ ნაგავს მათი „გამპრავებლებიც“, თორემ ეგენი კვლავ შემოუშვებენ კარიდან გაგდებულთ ფანჯრებიდან!

მე მაფიქრებს საპატრიარქოს „ფორიაქი“, არცერთ უმსგავსობაზე ხმას არ იღებენ, არასდროს დაუცავთ ასე მედგრად თუნდაც ანტიდისკრიმინაციული კანონი! თუნდაც სულ ახლახან ნინოწმინდაში დასაკეტად განწირული პანსიონატის და ჯავახეთში ქართული კერის ჩაქრობა! არცერთჯერ ზნეობა და ხალხის ინტერესები, არ დაუცავთ და ახლა რისი შიში აქვთ უფლის თუ ხალხის? ახლა შიში თუ ამოძრავებთ, ვიდრე ნამუსი, ან თუ უკვე იგრძნეს საშიშროება დიდი სახალხო წმენდისა და ამოძრავდნენ ისევ თავიანთი ზურგის დასაცავად და არა ხალხის სიბრალულით – ეს ძალიან ცუდი და მართლაც საშიში გახდება, რადგან ჯერ-ჯერობით, ისევ აქვთ რეიტინგი საზოგადოებაში და მის დაკარგვამდე რომ ერთი ნაბიჯია, თვითონაც კარგად უწყიან! სტრასბურგში რომ მამაომ სტიქაროსანი გარყვნა, მაშინ სად იყვნენ? მიუნხენში რომ მამაო თამაზი გაჰყვირის დავით გარეჯზე, – რა გაგიხდათ ერთი შენობაო, მაშინ რატომ არ იმაღლებს საპატრიარქო ხმას, მათი ხელდასმით არ არის მამა თამაზა ევროპაში წამოსული? სახლებში აღარ უშვებენ ჩვენი ემიგრანტები თამაზას, არადა, ადრე ხელის გულზე ატარებდნენ, ბინას ქირაობდნენ, მანქანაც მგონი შეგროვილი ფულით უყიდეს და აი, ბატონო პასუხი სიკეთეზე – დავით გარეჯი თურმე 1 შენობა ყოფილა და აზერბაიჯანთან ვითარების დაძაბვად არ ღირსო! ესპანეთში რომ თავისი ხარჯით ქალაქებში ჩასვლა ეზარებათ, ეგ როგორ ხდებაა? შვედეთში, თუ სადაც გნებავთ სპეციალურად აგზავნიან ცრუ ლიბერალიზმის დამცველ სასულიერო პირებს მსტოვრებად და რა იკადრა ბელგიაში მივლენილმა სასულიერო პირმა მამათმავლობის ცოდვის ,,გასაპრავებლად“, კი წაიკითხეთ ყველამ ფეისბუქზე!

მე სადაც ჩავდივარ და ქართველობის შეკრებას ვლამობ ერთ მრევლად, ხელს საქართველოდან მიშლიან, ხოლო იმ სასულიერო პირებს ვინც ჩემთან მეგობრობას არ უკადრისობს გაგდებით აშინებენ და ემუქრებიან!!

ბევრი ნაგავი დაგროვდა ამ ჩვენს სამოთხედ მიჩნეულ საქართველოში, ბევრი ნაგავი და უკვე ყარს! მოვუწოდებ 5 ივლისის აქციის მონაწილეებს, რომ არ დაიშალონ, მოსთხოვონ პასუხი როგორც ხელისუფლებას, ისე იმ სასულიერო პირებსაც, ვინც რწმენაში აბრკოლებს ხალხს! ვისთვისაც სხვისი ჭირი, ჯიპებს ჩხირია და გააყოლონ მაგ ნაგავს მაგათი შემომტანებიც!!! წმ.მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება მალე ახდება, გეშინოდეთ… მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ლოცვა ისმინა ჩვენი და ერი გააღვიძა, აღარაფერმა დაგაძინოთ კვლავ, გაფრთხილდით!!!

გაღვიძებული მართლმადიდებელი ერი კი უფლის და ჩვენი ცოდვების გამო ნაგვემი იესო ქრისტეს სიყვარულია და ნუ გაანელებთ ამ სიყვარულს, ნუ გახდით ნელ-თბილს (არც ხელისუფლებას ვაწყენინო და არც ეკლესიას ჩემი გაღვიძებითო) , რადგან ნელ–თბილი პოზიცია მიუღებელია უფლისთვისაც: “ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან” (იოანეს გამოცხადება 3–15;16).

თეგები: ელიზბარ დიაკონიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved