• რეკლამა
  • კონტაქტი
17:43, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არაფრად არ მიღირს სიცოცხლე თუ საქართველო აღარ იარსებებს და თუ ასე სათითაოდ დაგვიხოცავენ ადამიანებს – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:35 07-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

მეგობრებო, ბოლომდე უნდა დავდგეთ, მეც თქვენთან ერთად ბოლომდე დავდგები, არაფრად არ მიღირს სიცოცხლე თუ საქართველო აღარ იარსებს და თუ ასე დაგვიხოცავენ სათითაოდ ადამიანებს, – ამის შესახებ სმიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რითაც „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აცხადებს, ახლა, ან გაიღვიძებს საქართველო, ან საქართველო როგორც ქვეყანა გაქრება.

ამასთან, ის მოუწოდებს მხარდამჭერებს, რომ ქართული მედიის გვერდით დადგნენ.

„ლექსოს სიკვდილზე და ყველაფერზე, რაც ხდება – საქართველო არის პირდაპირ საექსპერიმენტო მოედანი რუსული ჰიბრიდული ომის და ფინთი გოიმებივით აგდებენ ხან ერთ ჯგუფს მოსახლეობის, ხან მეორე ჯგუფს. ეს თემები, რომ ევროპა არის გარყვნილება და უბედურება – სრული სისულელე, ის თემები, რომ ჟურნალისტები ამის პროპაგანდირებას ახდენენ – ჟურნალისტები აშუქებენ იმას, რაც არის, ის თემები,რომ ის სისხლიანი ცხრა წელი, რომელიც ასევე ფინთი გოიომებივით ჭამეთ ძალიან ბევრმა – ეს ყველაფერი ნუთუ ვერ ხვდებით, რომ არის ის რუსული ჰიბრიდული ტექნოლოგიები, რომლებსაც ამდენი წელი ხმარობენ, ამდენ ქვეყანაში.

პუტინმა პირადად გამოაცხადა, რომ მართლმადიდებლობა არის მათი მთავარი იარაღი და სამწუხაროდ, იმ პირობებში, როცა მე ვარ ამ ეკლესიის შვილი და ძალიან ბევრი ღირსეული მამაო გვყავს, პირდაპირ ჰყავთ აგენტურა.

ან საქართველო გაიღვიძებს, ან საქართველო როგორც ქვეყანა გაქრება. მე მინდა მოვუწოდო ყველა ჩემს, ჩვენს მომხრეს, დადგეთ ქართული მედიის და ქართული თავისუფლების ირგვლივ. იმიტომ, რომ ის რაც დაემართა ლექსოს, ეს შეიძლება დაგვემართოს თითოეულს. მეგობრებო ჩვეულებრივად ვართ გადაყვანილი განადგურების რეჟიმში, ჩვეულებრივად ოკუპანტი ქვეყანა იყენებს იმას, რასაც იყენებს ბევრ სხვა ქვეყაანში და ყველაზე მეტად წარმატებით რატომღაც საქართველოში იყენებს. ყველამ გამოვიღვიძოთ და ვთქვათ, რომ საქართველო საჭიროებს გადარჩენას იმიტომ, რომ ადამიანიც აღარ იქნება მისი გადამრჩენელი, ან გაიქცევა ქვეყნიდან ან ყველას დახოცავენ. მეგობრებო ბოლომდე უნდა დავდგეთ, მეც თქვენთან ერთად ბოლომდე დავდგები, არაფრად არ მიღირს სიცოცხლე თუ საქართველო აღარ იარსებს და თუ ასე დაგვიხოცავენ სათითაოდ ადამიანებს, აბა თქვენ იცით, თქვენი იმედი მაქვს“, – აცხადებს სააკაშვილი.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved