• რეკლამა
  • კონტაქტი
08:28, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არაერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის მცდელობა, სამთავრობო გუნდისა და ექიმების დაპირისპირების” – ეკატერინე ტიკარაძე

ალია ავტორი - ალია
14:19 08-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

“არაერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის მცდელობა, რომ მოხდეს სამთავრობო გუნდისა და ექიმების დაპირისპირება, შეეხება ეს ანაზღაურებას, თუ მადლობის გადახდას, მინდა, ვთხოვო ყველას, დღესდღეობით არ არის დრო, რომ მოხდეს მსგავსი დაპირისპირებები.” – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს რვა ათასზე მეტი საწოლი არის მობილიზებული, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში არის დაკავებული, თუმცა ინტენსიურად ხდება პაციენტების გაწერა და გაწერის შედეგად, თავისუფლდება გარკვეული რაოდენობა საწოლების, რომლის შევსებაც ხდება ძალიან მალე.

„დღესაც კი, ექვსი ათასამდე ახალი შემთხვევა გვაქვს. დღესდღეობით საქართველოში არის 57ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა და ეს არის საკმაოდ მაღალი დაწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე, მიუხედავად ამისა, ჩვენი ექიმების დახმარებით არც ერთი პაციენტი არ რჩება მომსახურების გარეშე.
კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო სამედიცინო საზოგადოებას, ყველა ჰოსპიტალს, ყველა ექიმს, რომელიც პირველი დღიდან არის ჩართული ამ პროცესში. მინდა აღვნიშნო შემდეგი ფაქტი, რომ არაერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის მცდელობა, რომ მოხდეს სამთავრობო გუნდის და ექიმების დაპირისპირება, შეეხება ეს ანაზღაურებას, თუ მადლობის გადახდას ექიმების მიმართ. მინდა ვთხოვო ყველას, დღესდღეობით არ არის იმის დრო, რომ მოხდეს მსგავსი დაპირისპირებები.
სახელმწიფოს მხრიდან არის დაცული ექიმების ყველა ინტერესი. ჩვენ თითქმის წელიწადია, ექიმებს ვაძლევთ დანამატებს, რომელიც არის სახელმწიფოს მხრიდან დეტალურად გაწერილი და საკმაოდ მაღალი არის მთელი სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება.
დამატებით საბჭოს მხრიდან გუშინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებს, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ, მათ სახელმწიფო მხრიდან გაეცემათ 500-ლარიანი დანამატი, იმისდა მიუხედავად, თუ სად, რომელ რეგიონში არიან ისინი დასაქმებული, რადგან ჩვენთვის ნამდვილად არის გულთან მისატანი სამუშაო, რომელსაც ექიმები ეწევიან ჩვენი პაციენტებისთვის და ყველანაირად ვეცდებით, ვიდგეთ მათ გვერდით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved