არა რუსულ კანონს – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. აქცია ცოტა ხნის წინ დაიწყო და მთავარი გამზირი უკვე გადავსებულია.
საპროტესტო აქცია არის ასევე გმირთა მოედანზე, სადაც მოსახლეობას გადაკეტილი აქვს გზის სავალი ნაწილი. ისინი ამ ფორმით აფიქსირებენ პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ და შემდეგ აპირებენ საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადაადგილებას.
გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციაზე ერთი პირია დაკავებული.
კომენტარები