• რეკლამა
  • კონტაქტი
10:20, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არა რუსულ კანონს! – ქართველი სტარტაპერების განცხადება

ალია ავტორი - ალია
15:35 05-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
102

“არა რუსულ კანონს!” – ქართველი სტარტაპერები განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა.

მათი თქმით, კანონი, აშკარა გადახვევაა ქართველი ხალხის მიერ არჩეული დასავლური კურსიდან, რაც სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად, შეაჩერებს ქვეყნის ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ განვითარებას. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების ხარისხის შემცირება სასიკვდილო განაჩენი იქნება ტექნოლოგიური კომპანიებისა და სტარტაპებისათვის.

ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ შეაჩეროს კანონპროექტის განხილვა.

“დღევანდელი Მსოფლიოს სწრაფი და ეფექტური განვითარება ტექნოლოგიურ კომპანიებსა და სტარტაპებზე გადის. Ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა ტექნოლოგიური და სტარტაპ ინდუსტრია, რაშიც ერთ-ერთი კრიტიკული წვლილი საერთაშორისო, დასავლური ორგანიზაციების ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას მიუძღვის.

ბოლო წლებში, ქართულმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა მოიზიდეს მილიონობით აშშ დოლარი საერთაშორისო ინვესტორებისაგან, დაასაქმეს ათასობით ადამიანი და მოახერხეს საქართველოს სწრაფად მზარდ და საინვესტიციოდ მიმზიდველ ქვეყნად პოზიციონირება, რაც შეუძლებელი იქნებოდა ქვეყნის დასავლელი პარტნიორების გარეშე

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) 38 მილიონი ლარით დააფინანსა 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი.

შედეგად კი სტარტაპებმა მოიპოვეს 1.5 მილიარდი ლარის კერძო ინვესტიცია და შექმნეს 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.

15 მილიონი ლარის დაფინანსება გამოყო გერმანიის მთავრობამ, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დააფინანსა ევროკავშირმა და ამერიკის მთავრობამ. ისეთი ორგანიზაციების ჩართულობით, როგორიც არის: USAID, EBRD, UNDP, UN, განხორციელდა უამრავი პროექტი, ტექნიკური განათლების ხელმისაწვდომობის, ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებისა და ახალ ბაზრებზე წვდომისთვის.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, აშკარა გადახვევაა ქართველი ხალხის მიერ არჩეული დასავლური კურსიდან, რაც სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად, შეაჩერებს ქვეყნის ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ განვითარებას. დემოკრატიისა და თავისუფლების ხარისხის შემცირება კი სასიკვდილო განაჩენი იქნება ტექნოლოგიური კომპანიებისა და სტარტაპებისათვის

ქართული სტარტაპები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეაჩეროს კანონპროექტის განხილვა, რომლის მავნე შედეგებიც უკვე გაზომვადია. და კიდევ უფრო სავალალო იქნება მომავალში.

Საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

არა რუსულ კანონს!,” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved