გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილის ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:
„რა უფრო დიდი სკანდალია?
ოკუპირებული ქვეყანა როცა არ უერთდება არც სანქციებს და არც სარჩელს ოკუპანტის წინააღმდეგ?
და ეს მერამდენედ უკვე….
თუ
მაფიოზი სისტემის მიერ საკუთარი მაფიის წევრის დასჯა ქვეყანაში არსებული დაწერილი კანონებით?
არა ხართ ბიძიებო თქვენ არც პრესა და არც მედია.
არ ხართ და ნუ იბრალებთ.
ის მაინც ჰკითხეთ იმ მაფიოზის შვილებს, მაჩალიკაშვილს რომ შეუვარდნენ, იმ მასალის გადამღებიც რომ არავინ იყო და იმ ბიჭის დედის კივილი რომ არ გვსმენია, ეს იმ მაფიოზის ოჯახის წევრებს არ ადარდებს?
იმ მის შვილებს, კარგად ნაზარდ ნაჭამ დასტაილებულებს, ამქვეყნიურად რომ აცხონა მამამისმა,
ის მაინც ჰკითხეთ რომ ამდენი ქონება რომ მიიტანა მამამ სახლში, არ დაფიქრდნენ საიდანო? არ ჰკითხეს მაინც, საიდანო?
ამდენი სახლი და ქონება რომ მამამ აჩუქა, ეს არაა მოპარულის მითვისება და არაა დანაშაული?
ნაპარავს რომ იღებ და ამით თანამონაწილე ხარ ოჯახის წევრიც, ეს არ შემოსულა ,,კარინოი ევროპელებამდე,, არ გიჩნდებათ მედიას ეს კითხვები?“














კომენტარები