• რეკლამა
  • კონტაქტი
07:46, სამშაბათი, 7 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ ვუცემივართ, იქით უფრო ბევრი მოხვდათ” – სოსო მანჯავიძე ამტკიცებს რომ წინა ხელისუფლების “ზონდერებს” იქეთ სცემდნენ

ალია ავტორი - ალია
16:56 12-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,330

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე, ნიკა მელიას მიმართავს, რომელიც ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროსაც ძალადობდნენ ადამიანებზე და დღეს, იგივე ადამიანები, ვინც მაშინ ძალადობის მსხვერპლი იყო, ძალადობას “რეცხავს” და ამტკიცებს, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში, ის და მისი ახლობლები არ უცემიათ და იქეთ სცემდნენ მაშინ ისინი ხელისუფლების “ზონდერებს”.

ნიკა მელია წერს, რომ “არც საქართველოს, არც თბილისს, ძალადობა არცერთი ხელისუფლებისთვის უპატიებია. მოძალადეების “რეცხვით” საზოგადოებაში სტატუსს ვეღარავინ შეინარჩუნებს”, სოსო მანჯავიძე კი პასუხობს: “არ ვუცემივართ, ვერ გვცემეს და იქით უფრო ბევრი მოხვდათ.” 

რისი თქმა სურს მას ამით, იმის, რომ წინა ხელისუფლების დროს ძალადობა არ იყო, იმის, რომ იყო, მაგრამ ძალადობითვე პასუხობდნენ და ერეოდნენ, იმის, რომ დღეს რომ ძალადობა ხდება, ხალხმა ძალადობით უნდა უპასუხოს, იმის, რომ რაკი წინა ხელისუფლების დროს, “ზონდერებს” იქეთ სცემდნენ, დღეს რომ ქუჩებში ნიღბიანი პირები, პოლიციის წინ სცემენ ადამიანებს და პოლიციას არ აქვს რეაქცია, – არ უნდა დაგმონ? –  პასუხები ამ კითხვებზე, სოსო მანჯავიძის ტექსტიდან არ ჩანს. 

სოსო მანჯავიძე:
ნიკა მელია.
ერთი აქეთ მომისმინე.
შენმა მაშინდელმა პრეზიდენტმა სახელმწიფო ტერორი რომ გააჩაღა, მაკკეინის და ნეოკონების შეკვეთა შეასრულა, ხალხი შეაწყვიტა ამ შეკვეთას და მიწებიც დაგვაკარგვინა, მაგას ვაპროტესტებდით ძმები მაშინ, ხოლო იმ ზონდერებს დანაშაულის გასაპრავებლად იყენებდით.
ახლაც იგივე შეკვეთა გაქვთ, რაც მაშინ-სახელმწიფო ტერორი, ახალი ომი და საქართველოს სრული განადგურება.
შემკვეთიც იგივეა. აგერ როგორ სწუხს მაკკეინის ინსტიტუტი, რომ მსხვერპლი ვერ ,,გააჩალიჩეთ” შენ და შენმა ამფსონებმა.
რაც შეეხება სტატუსს – ზურას სტატუსზე ნუ ღელავ – შენს სტატუსს მიხედე.
კიდევ ერთი – არ ვუცემივართ, ვერ გვცემეს და იქით უფრო ბევრი მოხვდათ.
შენ კი გირჩევ წყნარად იყო და მოუხნავში არ გადახვიდე, როლში ძალიან ნუ შეიჭრები, არ მოაქვს ამას კარგი შედეგები.

“დღეს ზის, იგივე ზურა მანჯავიძე და მოძალადე რეჟიმს “რეცხავს” – ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved