• რეკლამა
  • კონტაქტი
17:28, ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არ ვუერთდები „ნაციონალურ მოძრაობას,“ მაგრამ თავს განვიხილავ ყველას მოკავშირედ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაშია“ – ხატია დეკანოიძე

ალია ავტორი - ალია
11:44 07-11-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
827

ყველაზე საუკეთესო არის ის კონფიგურაცია, რომელიც მოქალაქეებს მისცემს არჩევანს და ეს არჩევანი უნდა იყოს ძალიან კონკრეტული, მთავარი კი უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება , – ეს განცხადება „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ოპოზიციურ გაერთიანებებსა და სხვადასხვა კონფიგურაციაზე საუბრისას განაცხადა.

 

დეკანოიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ საკუთარი ფინანსური რესურსების უზრუნველყოფა უნდა.

 

მისივე განცხადებით, ივანიშვილი ქვეყნისთვის უდიდესი პრობლემაა.

 

„ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი გაიყინა ივანიშვილის გამო, იმიტომ, რომ რუსულ კანონთან ერთად წარმოუდგენელია ევროპაში ინტეგრაცია და ასე ვკარგავთ ჩვენს პარტნიორებს. ძალიან სერიოზული ინფორმაცია გაჟღერდა იმასთან დაკავშირებით, რომ ოჩამჩირეში – რუსების მიერ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო გემები ოკუპანტის გამოჩნდნენ. ეს არის, ფაქტობრივად, სამხედრო ანექსია, ჩვენი ტერიტორიის გამოყენება მეორე ფრონტის გასახსნელად. თუ ვინმეს უნდა მეორე ფრონტი საქართველოში, ესაა რუსეთი და ამ დროს, ჩვენს პარტნიორებს აშშ-სა და ევროპაში ვეუბნებით უარს იმიტომ, რომ ივანიშვილს უნდა მხოლოდ საკუთარი ფინანსური რესურსის უსაფრთხოება. ამის ფონზე, ვინც გამოასხივებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება უნდა და საკუთარ პროცენტებზე არ ფიქრობს, ყველა იმსახურებს ძალიან დიდ პატივისცემას.

 

 

ბოლო პერიოდი, ვცდილობ ცოტა ვისაუბრო კონფიგურაციებზე, რადგან მე მაინტერესებს საქართველოს მოქალაქეების არჩევანი, მათი პრობლემები. დაახლოებით, ოც ქალაქში ვიყავი ბოლო კვირების განმავლობაში და ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს“ – განაცხადა დეკანოიძემ.

 

კითხვაზე, რომელ პარტიასთან გამონახავს საერთოს და ვისთან გაერთიანდება ოპოზიციონერი დეპუტატი, დეკანოიძემ უპასუხა, რომ საარჩევნო სია და პარლამენტში ყოფნა მისთვის არ არის მნიშვნელოვანი და თავს ყველა ადამიანის მოკავშირედ განიხილავს, ვინც ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული. დეკანოიძემ ასევე განმარტა, რომ მხარს უჭერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას პრემიერმინისტრის პოსტზე.

 

„სარჩევნო სია და ადგილი პარლამენტში ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის და ვისთვისაც საარჩევნო სია და პარლამენტში მოხვედრა აუცილებელია, მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანები არ არიან მზად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. მე ველაპარაკები ყველას, ოღონდ ეს არის ჩვენი თანამშრომლობა. მესმის, რომ ეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა უნდა მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს არ არის ის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელიც ამ წუთას აინტერესებს ხალხს. საუბარი არ არის პარტიულ სიებზე, საუბარია, ვის რა შეგვიძლია ივანიშვილის დასამარცხებლად. ამ ეტაპზე არ წარმოვადგენ რომელიმე პარტიას, ცალსახაა, რომ არ ვუერთდები „ნაციონალურ მოძრაობას,“ მაგრამ თავს განვიხილავ ყველა იმ ადამიანის მოკავშირედ, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული. ასევე, შემიძლია გითხრათ, რომ მე მხარს ვუჭერ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის პოსტზე, რომელიც, წესით, უნდა იყოს გამაერთიანებელი ძალა. მას აქვს ის უნარი, რომ განსხვავებული მოსაზრების ადამიანები გააერთიანოს“ , – განაცხადა დეკანოიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

13:51 09-07-2026
წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved