• რეკლამა
  • კონტაქტი
13:16, ოთხშაბათი, 25 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არ ვიცი [თვალიდან] გამოვიხედები თუ არა, მაგრამ მთავარია ქვეყანამ გამოიხედოს – ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
12:34 05-01-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
248

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც გუშინ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა პარლამენტში მივიდა და მედიასთან განცხადება გააკეთა:

“სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს, ასეთ ფიზიკურ მდგომარეობაში, ძალიან ბევრმა ბავშვმა და ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ და არამარტო ახალგაზრდამ, გაიღვიძა. სამწუხარო რეალობაა, რომ ასე გამეტებით სცემეს ადამიანები. რა თქმა უნდა, რთული ღამე იყო ამ ახალგაზრდებისთვის, ამ ბავშვებისთვის. თუმცა, სავარაუდოდ, უფრო რთული იყო იმ ხალხისთვის, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, რადგან მათ ესმით, რომ არანაირი პოლიტიკური, მორალური შინაარსი ამ ადამიანებს აღარ გააჩნიათ. ამიტომ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ არ გავიღიმებთ, იმიტომ, რომ კბილი გამოგვეცლება ან თვალს ვერ გავახელთ, ძალიან შემცდარა. გავიღიმებთ იმიტომ, რომ საქართველო გაიმარჯვებს. გაიმარჯვებენ ეს ახალგაზრდები, გაიმარჯვებს საქართველოს ევროპული მომავალი! აუცილებლად გაიმარჯვებთ თქვენ! ერთი რამ მინდა ვუთხრა ხელისუფლებას. თვალი, რომელიც ამ მდგომარეობაში მაქვს, არ ვიცი აქედან გამოვიხედავ თუ არა ან რამდენი პროცენტით გამოვიხედავ, მაგრამ მთავარია ქვეყანამ გამოიხედოს თვალებიდან…,” – აცხადებს ხაბეიშვილი.

მან ასევე განაცხადა, რომ “ხარებას” ზონდერ ჯგუფები მიზანმიმართულად უსწორდებოდნენ რამდენიმე წუთის განმავლობაში, ითხოვდნენ ეთქვა, რომ “დამნაშავე და ცუდი ადამიანია.”

“ეს “ხარებას” ზონდერ ჯგუფები მიზანმიმართულად მისწორდებოდნენ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ისინი მეუბნებოდნენ, მეთქვა, რომ მე “დამნაშავე და ცუდი ადამიანი ვარ” და ამ შემთხვევაში არ მცემდნენ, მაგრამ, ცხადია, ამის ფუფუნება არ მივეცი და შესაბამისადაც გამოვიყურები ამის გამო. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არაფერია იმასთან, რასაც ახალგაზრდებს უკეთებენ. ჩემო ძვირფასებო, ეს არ არის პარტიული ნიშანი: „ეს პარტია მომწონს, ის პარტია მომწონს“, ყველას გეხებათ, გამოიყენეთ პოლიტიკოსები ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, უმრავლესობის წევრები თუ შეძლებენ ერთ თვალში მაინც, რომელიც კრიმინალი მე ვარ, თავს რომ დამესხნენ? ან ის ბავშვები, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავალი უნდათ,” – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?
ახალი ამბები

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?

15:59 02-24-2026
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

13:51 02-24-2026
ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი

12:04 02-24-2026
სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved