• რეკლამა
  • კონტაქტი
22:02, ხუთშაბათი, 22 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არ ვიცი რა ენით გამოვხატო, განწირულები ვართ – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
10:34 10-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

საქართველოში დღეს ხდება რაღაც დაუჯერებელი რამ, ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ და ჯერ ვერ მივხვდით, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ვაქცინაციის მსურველების რაოდენობის გასაზრდელად, თუმცა ხალხმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ცერცვაძის თქმით, ვაქცინაციის პროცესის დღევანდელი ტემპებით განწირულები ვართ ავადმყოფობის დიდი რაოდენობისთვის.

„ჩვენ სულ გვეუბნებიან, რომ ნუ აკეთებთ საშიშ განცხადებას, ნუ დავზაფრავთ ისედაც დაზაფრულ მოქალაქეებს, როგორ გითხრათ, ესეც საჭიროა ალბათ, რაღაც დოზით იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა თვლის, რომ ის ადამიანები რომ კვდებიან ან ავად ხდებიან, ის მათ არ ეხება. ოჯახში ჰყავთ 70-ს 80-ს გადაცილებული პირები, რომლებიც მუდმივად დაინფიცირების და სიკვდილის რისკის ქვეშ არიან და არ ცრიან მათ და არც არიდებენ კოვიდს. იცით, ჩვენი საავადმყოფო გადავსებულია 70 წელს გადაცილებული ხალხით. საქართველოში დღეს ხდება რაღაც დაუჯერებელი რამ, ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ და ჯერ ვერ მივხვდით, ჯერჯერობით ვაგრძელებთ ჩვეულებრივი წესებით ვაქცინაციის კამპანიას, ოღონდ დაემატა ბინაზე კარდაკარ სიარული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 30% და მთელი მოსახლეობის 20%. ასეთი გზით 60%-ზე ვერ ავალთ წლის ბოლომდე. ასეთი გზით განწირულები ვართ ავადმყოფობის დიდი რაოდენობისთვის და სამწუხაროდ, გარდაცვალების მატებისთვის. შეუძლებელია ის, რაც ახლა საქართველოში ხდება – არ ვიცი, რა ენით გამოვხატო – დავუჩოქო, მოვთხოვო, კატეგორიული ტონით თუ პირიქით თხოვნით. რაღაც ფანტასმაგორიულ სიტუაციაში ვიმყოფებით. ქართველებს ბევრი რამ გვაქვს უცნაური და ბევრი შეცდომა დაგვიშვია, ბევრი არასწორი ნაბიჯი გადაგვიდგამს – პოლიტიკაშიც, ყოფა-ცხოვრებაშიც, მედიცინაშიც, ჯანდაცვაშიც, ყველგან, მაგრამ ეს აჭარბებს ყველგან. მე არ ვიცი რა ტრიალებს მათ გონებაში, რომ უარს აცხადებენ აცრაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ წლის ბოლოს არათუ 70%-ზე და 65%-ზე გავალთ, მთელი მოსახლეობის 30%-ზეც ვერ გავალთ. ჩვენ მაინც მთელი მოსახლეობიდან უნდა ვიანგარიშოთ, რადგან მთელი მოსახლეობა ხდება ავად. შევასრულეთ საზოგადოების დაკვეთა და გავხსენით ყველა სკოლა და ინსტიტუტი. დაახლოებით, მეხუთედი, თუ მეტი არა, იძულებულნი გახდნენ ხელახლა დაეკეტათ სკოლები“, – განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობის მატება სწორედ ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლით არის გამოწვეული.

მისივე თქმით, ქვეყანას შესაძლებლობა აქვს დღეში 40-50 ათასი ადამიანი აცრას.

„ვცდილობ არ ვიყო ემოციური, მაგრამ ეს ერთადერთი საკითხია, სადაც ემოციების შეკავება ძალიან მიჭირს. საქართველოში ხდება სრულიად აუხსნელი რამ – ძალიან ბევრია ახალი შემთხვევების რაოდენობა, ერთ-ერთი პირველები ვართ მსოფლიოში. კლინიკური სექტორის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად ვახერხებთ იმას, რომ ყველა პაციენტი იყოს მართული, არცერთი არ დარჩეს ჰოსპიტალური საწოლის გარეშე და ყველამ მიიღოს მომსახურების სრული პაკეტი, რაც სჭირდება. სიკვდილობას ვინარჩუნებთ ამ რაოდენობისთვის ძალიან დაბალ ნიშნულზე, – 20-სა და 30-ს შორის. ამის ფონზე, როდესაც ასეთი დიდი ალბათობაა სიკვდილობის მატების და ახალი შემთხვევები მკვეთრად იზრდება, შეიძლება გადავაჭარბოთ „მეოთხე ტალღას“. ყველა პირობაა შექმნილი ვაქცინაციისთვის და აცრილთა რაოდენობა დღეში მერყეობს 4 ათასიდან 6 ათასამდე. ეს არის ერთი მხრივ სრულიად აუხსნელი რამ, საქართველოს მოსახლეობის ანტივაქსერული განწყობის გათვალისწინებითაც კი. ყველაფერს საზღვარი აქვს, არ შეიძლება ანტივაქსერობას ასეთი ფართო გასაქანი ჰქონდეს, რომ მხოლოდ 4 ათასი კაცი აიცრას, როდესაც დღეში 40-50 ათასი ადამიანის აცრის საშუალება გვაქვს, თან მაქსიმალური კომფორტით, ბინებში გაკითხავენ, მეტი რაღა უნდა ქნან?!“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ
ახალი ამბები

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

14:50 01-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved