მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მან არ იცის, რა აჭიანურებს მისი შვილის საქმის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნას.
„მე ვიცი, რომ ყველანაირად მზად არის ეს დოკუმენტაცია. ძალიან მეჩქარება. არ ვიცი, რა აჭიანურებს, შეიძლება პოლონელი ექიმების ჩამოსვლაც და მათი დასკვნაც უნდათ მეტი დამაჯერებლობისთვის“, – აცხადებს გიული ალასანია.
არსებული ინფორმაციით, სააკაშვილის ადვოკატები სასჯელის გადავადების საქმის სტრასბურგში გასაჩივრებას აღარ ჩქარობენ.
კომენტარები