„არ ვიცი, მოლანდება დავარქვა, სიზმარი, თუ რა. წარმოუდგენელია. ბუნებრივია, ასეთ რაღაცებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის, ნიკა მელიას განცხადების შესახებ დასმულ კითხვას.
„თუ მას აქვს ინფორაცია, წავიდეს და შესაბამის ორგანოებს მოახსენოს. მარტივადაა საკითხი“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.
ნიკა მელიამ განაცხადა: „მიხეილ სააკაშვილის ციხიდან ციხეში, ჰოსპიტლიდან ციხეში გატაცება იგეგმება სხვა ქვეყანაში, ამ პროცესში ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები“.
საქართველოს მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
კომენტარები