მიხეილ ზაქარეიშვილი, რომელიც ტროტუარზე დგომის გამო ციხეში 5 დღით გაუშვა მოსამართლემ, სოციალურ ქსელში, წერს:
წინა პატიმრობაზე თორნიკე ქოჩქიანმა დადგენილებაში ჩამიწერა, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს მხედველობაში მიიღო ჩემი ასაკი. არ ვიცი, ახალგაზრდა რომ ვარ, ამიტომ მომისაჯა 7 დღე, თუ ბებერი რომ ვარ, ამიტომ.
მაგრამ ზვიად ცეკვავა ეგეთი არაა. მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია. მას ცხოვრებაში სულ სხვა რამ აინტერესებს. ბატონმა ზვიადმა დადგენილებაში ჩამიწერა, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს გაითვალისწინა ჩემი ფინანსური მდგომარეობა. მაგრამ არ ვიცი, მდიდარი რომ ვარ, მაგიტომ მომისაჯა 5 დღე, თუ ღარიბი რომ ვარ, მაგიტომ














კომენტარები