• რეკლამა
  • კონტაქტი
01:58, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არ ვიცი ინგლისური და ვამბობ, რომ არ ვიცი. რაღაც რომ არ იცი, კი არ „ტეხავს“ – ლევან ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:40 04-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,904

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის პროცესი დასრულდა.

პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ლევან ხაბეიშვილმა სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა და ოპოზიციას მიმართა.

მას მიაჩნია, რომ პროდასავლურ ოპოზიციას სამიზნე აქვს გასასწორებელი და მათი მთავარი ოპონენტი უნდა იყოს “ქართული ოცნება“.

ბიძინას პოლიტიკა უნდა იმიტომ, რომ აკეთოს ფული. ხალხი ითხოვს არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას.  ხალხო, ნაცვლად იმისა, რომ ვიყოთ ორგანიზებული, რა არის საერთო მტერი, პრობლემა და რაღაცას ვაკეთებდეთ, დისკუსიები გვაქვს ერთმანეთში და დავცხებთ ერთმანეთს. არ არის ეს არც სწორი და არც ნორმალური, – თქვა ხაბეიშვილი.

ენმ-ის პატიმრობაში მყოფმა ლიდერმა, რუბიოს ზარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ზარი, რომ კარგი ყოფილიყო, ტელეიმედზე მუდმივ რეჟიმში ამაზე ისაუბრებდნენ.

არ შემიძლია არ ვისაუბრო მარკო რუბიოს ზართან დაკავშირებით. რუბიომ რომ დარეკა იმის ნაცვლად, რომ ეთქვათ, რა მაგარია, ამერიკელებმა თურმე დარეკეს და არ დავრჩებით ხალხო მარტო, აქეთ ვიღაცები დეპრესიაში ჩავარდნენ. ხალხო, რაღაც თუ არ იცით [ამის თქმა არაა უხერხული]. პირობითად, არ ვიცი ინგლისური და ვამბობ, რომ არ ვიცი. რაღაც რომ არ იცი, კი არ „ტეხავს“ – ამერიკელებს საქართველოს ცა არ სჭირდებათ. ეს რომ ყოფილიყო კარგი ზარი, რუბიოს რომ ეთქვა – ე, ირაკლი, როგორ ხარ ჯიგარო? ეს დილას „იმედზე“, „ბასტი-ბუბუზეც“ იქნებოდა, რომ რუბიომ დაურეკა ირაკლის. თავს მოგვაჭამდნენ… ვერც ეს გამოვიყენეთ.

მუდმივად ვართ ერთმანეთის კრიტიკაში.

ყველა სოციალურ ქსელშია და არ ვიცი, ალბათ, ტელევიზორს მარტო მე ვუყურებ და მე გადავირიე ერთი და იგივე რომ გადის ტელევიზორში – ყველა ექსპერტია და გამოდის, რომ 2012 წელს მე, ხატია დეკანოიძეს და თინა ბოკუჩავას მოგვიყვანია ბიძინა ხელისუფლებაში… არ შეიძლება ასე, ერთმანეთს ყველამ ხელი ჩავკიდოთ, დარწმუნებული ვარ, იმედს ვიტოვებ, რომ საბოლო ჯამში, ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.(tvpirveli)

თეგები: ლევან ხაბეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved