• რეკლამა
  • კონტაქტი
13:46, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, არ ვიცი, ჩემი კომპეტენცია არ იყო!” – ზურაბ ნოღაიდელმა კარტოგრაფების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცა

ალია ავტორი - ალია
13:48 11-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
384

ზურაბ ნოღაიდელმა კარტოგრაფების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცა. ყოფილი პრემიერი, რომელიც პროკურატურის იმედი იყო, დავით გარეჯის საქმეზე კითხვებს ასე პასუხობდა. არ ვიცი, ჩემი კომპეტენცია არ იყო! – ეს იყო ყოფილი პრემიერის მთავარი სათქმელი.

სახელმწიფო ბრალდებას აინტერესებდა როგორც გადაწყდა 2005 წელს საზღვრის სადემარკაციო საკითხი აზერბაიჯანთან, როცა მთავრობის მეთაური ნოღაიდელი იყო. თუმცა, ნოღაიდელი ამბობს, რომ ეს იმჟამინდელი პრეზიდენტის, ანუ მიხეილ სააკაშვილის კომპეტენცია იყო.

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც გარეჯის საკითხი იყო განხილული მისი პრემიერობის პერიოდში, ნოღაიდელმა გაიხსენა უშიშროების საბჭოს სხდომა.

როგორც ნოღაიდელი იხსენებს, მაშინ სააკაშვილი ამბობდა, რომ მოეძებნათ საშუალება, რომლითაც საქართველოს სასაზღვრო ტერიტორიაში დარჩენილიყო გარეჯის კომპლექსის სრული ნაწილი, რაზეც მაშინ კომისიისგან მიიღეს პასუხი, რომ არ არსებობდა მტკიცებულებები ამ ყველაფრის გასაკეთებლად. სხვა ყველაფერზე პასუხად, ნოღაიდელი ამბობდა, რომ ეს არ იყო მისი კომპეტენცია.

ორჯერ იყო ინციდენტი კომპლექსის ირგვლივ, ეს ერთ-ერთი მორიგი ინციდენტი იყო, რაზეც რეაგირება იყო ჩვენი მხრიდან აუცილებელი. ერი მხრივ ეს წერილი გამოძახილია გარკვეულწილად, უშიშროების საბჭოზე განხილვისა, როდესაც საბჭოს ეცნობა, რომ არცერთი ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტით დავით გარეჯის კომპლექსის ეს ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე არ რჩება.

მთავრობის სხდომაზე ეს საკითხი არ განხილულა, ჩემთან, როგორც პრემიერთან, თათბირზე ეს საკითხი ვერ განიხილებოდა, იმიტომ, რომ ეს ჩემი კომპეტენცია არ იყო. ეს პრეზიდენტის უშუალო კომპეტენციაა. გადაწყვეტილებაც მას უნდა მიეღო აუცილებლად. არაფორმალურად საკითხის განხილვა არ მახსენდება. ერთადერთი რამ, რაც ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის ცნობილი იყო ჩემთვის, იყო ის, რომ ჩვენს ხელთ არ არის არცერთი ოფიციალური დოკუმენტი, რუკა და არცერთი სხვა საბუთი, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემდა ამ ტერიტორიის საქართველოსთვის მოკუთვნებისთვის”. – განაცხადა ნორაიდელმა პროკურატურის კითხვების საპასუხოდ.

რაც შეეხება დაცვის მხარის კითხვაზე, საგარეო პოლიტიკის განხორციელება პრეზიდენტის კომპეტენცია იყო თუ მთავრობის?  ნოღაიდელმა უპასუხა, რომ ეს პრეზიდენტის კომპეტენცია იყო.

უფლებადამცველმა გიორგი მშვენიერაძემ ამ კითხვის საპასუხოდ ნოღაიდელს უთხრა, რომ მას საქართველოს კონსტიტუციის მუხლი არ აქვს წაკითხული.

ძალიან ვწუხვარ რომ პირველი მუხლი არ გაქვთ წაკითხული კანონის, რომლითაც უფლებამოსილებას ახორციელებდით”. – უთხრა მშვენიერეაძემ ნოღაიდელს.

მშვენიერაძის კითხვაზე – თუ იცნობდით, ან თუ იყო წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი რუკებს გარდა მთავრობის სახელზე გამოგზავნილი, სადაც აღწერილი იყო პროცესი, რა გზა გაიარა საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფომ, რომ საზღვრის დელიმიტაციის პროცესთან დაკავშირებით, თქვენს პრემიერობამდე? 

ნოღაიდელმა უპასუხა, რომ არ იცნობდა მსგავს არაფერს და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც გარეჯის საკითხი იყო განხილული მისი პრემიერობის პერიოდში, იყო უშიშროების საბჭოს სხდომა.

ყოფილ პრემიერ-მინისტრთან კითხვები ჰქონდა ივერი მელაშვილსაც. მან სცადა რამდენიმე კითხვის დასმა, თუმცა ნოღაიდელისგან ვერც მან მიიღო პასუხები. 

ამის შემდეგ მელაშვილმა თქვა, რომ კითხვების დასმას აზრი არ ჰქონდა, რამაც მოსამართლის განაწყენება გამოიწვია.

მომდევნო სხდომა დეკემბერშია ჩანიშნული და მოწმეების გამოკითხვა გარეჯის საქმეზე გაგრძელდება.

კარტოგრაფების საქმეზე ხმაურიანი სასამართლო სხდომები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა, შემდეგ კი პროცესები თავიდან დაიწყო. ახლა ყველა მოწმეები ხელახლა დაიკითხებიან.

კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საზღვრების დელიმიტაციის პროცესში, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ადანაშაულებს.

ბრალდებულები სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

ტვპირველი

თეგები: ზურაბ ნოღაიდელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა

13:29 09-25-2026
მაღალი წნევით რეცხვის კერხერი და ორთქლის აპარატი: რა განსხვავებაა და რომელი დაგჭირდებათ?
ახალი ამბები

მაღალი წნევით რეცხვის კერხერი და ორთქლის აპარატი: რა განსხვავებაა და რომელი დაგჭირდებათ?

09:00 09-25-2026
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრსა და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
ახალი ამბები

Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრსა და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო

08:00 09-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved