• რეკლამა
  • კონტაქტი
00:17, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არ ვეთანხმები პრეზიდენტ ზელენსკის, რომელმაც თქვა, რომ საქართველო რუსეთთან დამარცხდა – ჩვენ ჯერ არ წაგვიგია, კვლავ ვიბრძვით, კვლავ ქუჩაში ვართ – ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
12:15 09-29-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
176

ევროკავშირს არა მხოლოდ უნდა შეეძლოს თვალყური ადევნოს, თუ რა ხდება საქართველოს არჩევნებში, რა ხდება მოლდოვის არჩევნებში და როგორ ახერხებენ შესაბამისად თავის დაცვას, ან ჩვენს შემთხვევაში ვერ შეძლებენ საკუთარი თავის დაცვას არჩევნების უზარმაზარი მანიპულაციებისგან, არამედ ევროკავშირს უნდა შეეძლოს ჩარევა, დახმარება, მხარდაჭერა, პრევენცია და ანალიზი, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილი ვარშავას უსაფრთხოების ფორუმზე – „ევროკავშირის გაფართოების შემდეგი თავი“ – სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ნათელია, რომ ძველი მეთოდები აღარ არის საკმარისი.

„ძველი კლასიკური სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც ბოლო არჩევნების დროს ვნახეთ, ვერ ახერხებენ იმ საბოტაჟის ამოცნობას, რომ რუსეთს შეუძლია განახორციელოს ეს საბოტაჟი მეზობელ ქვეყნებში, რაც მისთვის ძალიან კარგად ცნობილია და მას აქვს მრავალი შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს. ფული, რომელიც მთავარი ინსტრუმენტია, მაგრამ არა მხოლოდ ფული, პროპაგანდა, დეზინფორმაცია, ყალბი ამბები და რატომღაც რუსეთი დღეს ამ საკითხებში უკეთესია, შესაძლოა იმიტომ, რომ რუსეთის ხელმძღვანელი, ძველი და არა ძველი, ისინი ყოველთვის „კგბ“ – ს აქტიური თანამშრომლები არიან, ამიტომ მან იცის ეს ფსიქოლოგიური ომი და იყენებს მას. ჩვენთვის, ვინც გარედან ვუყურებთ, რა შეუძლია ევროკავშირს, ამ უზარმაზარ ძალას, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ევროკავშირი არ იყენებს თავის ყველა შესაძლებლობას, პასიურია, ელოდება ჩვენგან ამ გამოწვევების გადალახვას ან არ გადალახვას“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველომ ვერ მოახერხა ამ გამოწვევის გადალახვა, რადგან მას, როგორც პრეზიდენტს, აღმასრულებელი ძალაუფლება არ გააჩნდა, გამოეყენებინა სამსახურები, ინფორმაცია, შესაძლებელი გაეხადა, რომ დიასპორას არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, მაია სანდუმ კი შეძლო, რომ მოლდოველი ხალხის ხმები დაეცვა.

„მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა, მეტი ყურადღება, უფრო აქტიური ყურადღება მიმდინარე მოვლენებზე და ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს ყველა ის შესაძლებლობა, რაც მას აქვს, მეტი უნდა გააკეთოს, რათა მხარი დაგვიჭიროს პოლიტიკურად და რომ ჩვენ დავინახოთ, ქუჩაში მყოფმა ხალხმა დაინახოს, რომ სანამ ჩვენ ველოდებით მომავალს და გაფართოებას, ევროკავშირი არსებობს და თუ ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირმა შეთანხმებას უნდა მიაღწიოს თავის შიდა პრობლემებთან და შიდა გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით, ეს არის ის, რასაც ყველა ჩვენგანი ველით, რომ ევროკავშირს უნდა შეეძლოს ამის გაკეთება და გვჯერა ამის და გვჯერა ჩვენი საერთო ევროპული მომავლის აღნიშნა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved