• რეკლამა
  • კონტაქტი
09:40, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ ვერთვებით სააუდიტორო პროცესში და მოვითხოვთ სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებას” – თსუ-ის სტუდენტები

ალია ავტორი - ალია
14:00 11-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,058

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც ხელს ამ დროისათვის 30-მდე ახალგაზრდა აწერს, თუმცა სია განახლებადია.

 “გუშინ, 28 ნოემბერს, ჩვენ კიდევ ერთხელ შევესწარით ძალადობის ფაქტებს მშვიდობიან მოქალაქეებზე, რომლებიც აპროტესტებდნენ იმ განცხადებებს, რაც ჩვენს ევროპულ მომავალზე უარის თქმად შეგვიძლია აღვიქვათ.
ეს მხოლოდ ინდივიდების ან ჯგუფების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებად არ განიხილება — ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული გზის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.
ჩვენ, სტუდენტები, ღრმად ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავლის წინაშე. ჩვენი არჩევანი ევროპაა, ეს არჩევანი ჩვენი თავისუფლების, ღირსებისა და განვითარების გზაა.
სამწუხაროდ, გუშინდელი დღე კიდევ უფრო ცხადად აჩვენებს, რომ მშვიდობიანი პროტესტის საპასუხოდ არაპროპორციული ძალის გამოყენება, მოქალაქეებზე ფიზიკური ანგარიშსწორება და პირად სივრცეში ჩარევა ხდება ნორმა. ეს ყველაფერი ჩვენგან მოითხოვს არა გულგრილობას, არამედ აქტიურ მოქალაქეობრივ პოზიციას.
სწორედ ამიტომ მივმართავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსა და ყველა პასუხისმგებელ პირს:
ჩვენ არ ვერთვებით სააუდიტორო პროცესში და მოვითხოვთ სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებას, რადგან ამ ვითარებაში შეუძლებელია სტუდენტების ყურადღების კონცენტრირება განათლებაზე. შუალედური გამოცდებისა თუ საუნივერსიტეტო ცხოვრების გაგრძელება იმ ხარისხით, რაც აკადემიურ პროცესს სჭირდება, ამ პირობებში წარმოუდგენელია.
ასევე მოვუწოდებთ ჩვენს ლექტორებს:
თქვენი სიტყვები და იდეები, რასაც აუდიტორიებში გვიზიარებთ, სწორედ ახლა უნდა იქცეს ქმედებად. ის ღირებულებები, რომლებიც გვასწავლეთ, დღეს ჩვენ გვერდით ყოფნასა და საერთო ბრძოლაში მონაწილეობას მოითხოვს.
დღეს სტუდენტების ბრძოლა მხოლოდ სტუდენტური საქმე არ არის. ეს არის საერთო
ეროვნული არჩევანი — ევროპა თუ უკან დაბრუნება? ჩვენ ვიცავთ იმას, რასაც ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში ოცნებად განიხილავდა — ევროპულ მომავალს, რომელიც დღეს უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას.
ჩვენ თსუ-ს სტუდენტები ვიაზრებთ, რომ ის, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებას, რომელსაც თსუ განასახიერებს ისტორიის მანძილზე.
ვალდებულები ვართ, მოვითხოვოთ ის,
რაც ეკუთვნის ჩვენს ქვეყანას: მშვიდობა, თავისუფლება და ევროპული ოჯახში ღირსეული ადგილი.
სოლიდარობა და მადლობა ჟურნალისტებს, ასევე სხვა ქალაქებში გაფიცულ სტუდენტებსა და რაც მთავარია 40-ზე მეტ გუშინ ღამით დაკავებულ მოქალაქეს, ერთად აუცილებლად
გავიმარჯვებთ.” ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესი შეწყვიტეს “საქართველოს უნივერსიტეტმა” და “კავკასიის უნივერსიტეტმა”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved