საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, მას კორნავირუსთან ბრძოლაში ჩინეთის წარმატების არ სჯერა. ამის შესახებ The Financial Times იტყობინება.
„ნუ ვიქნებით ისეთი გულუბრყვილოები, რომ ვთქვათ, თითქოს ისინი ვირუსს ჩვენზე უკეთესად გაუმკლავდნენ” – აღნიშნა ემანუელ მაკრონიმ.
როგორც მან განაცხადა, არის რაღაცები, რაზეც მსოფლიომ ჯერ კიდევ არაფერი იცის.
ცნობისთვის, Covid-19-ის გლობალურ სტატისტიკაში ჩინეთმა დღეს მონაცემები განაახლა და ინფექციით გარდაცვლილად კიდევ 1 290 ადამიანი გამოაცხადა, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვს 351 დაემატა.
კომენტარები