• რეკლამა
  • კონტაქტი
17:44, პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არ ვაპირებ არანაირი ჯარიმის გადახდას, წერტილი! – გიგი უგულავა

ალია ავტორი - ალია
12:46 02-10-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
628

ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ადმინისტრაციულ სახდელს, რომელსაც სასამართლო დააკისრებს, ის არ გადაიხდის. თბილისის საქალაქო სასამართლოში სწორედ უგულავას მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე მსჯელობენ.

„ამ დავის იურიდიული თუ არსებითი ნაწილის განხილვას არ ვაპირებ, რადგან ეს აბსურდია. ცალსახაა ერთი რამე, ხელისუფლებას ფიზიკურ ტერორთან ერთად ფინანსური ტერორი აქვს დაწყებული. ეს საქმეები ფინანსური ტერორია ადამიანების წინააღმდეგ. ივანიშვილი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დროს ადამიანებს, თითო სოფელს, 5 მილიონს პირდებოდა, 5000-ლარიანი ჯარიმით ასაჩუქრებს საკუთარ მოქალაქეებს. დაახლოებით, 3 მილიონი ლარის ამოღება უნდათ საკუთარი მოქალაქეების ჯიბიდან. მე არ ვაპირებ არანაირი ჯარიმის გადახდას, წერტილი, ვერავის მოვუწოდებ ასე იმოქმედონ, ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი ადამიანების დაშინებას ისახავს მიზნად. ის ქვითრები, რომელსაც წერენ დასანქცირებული მოსამართლეები, შეუძლიათ თავისთვის რელიკვიად შეინახონ”,- განაცხადა უგულავამ სხდომის დაწყებამდე.

სასამართლო პროცესზე კი ადვოკატმა ირაკლი აბესაძემ მოსამართლე ზვიად ცეკვავას აცილების შუამდგომლობა დააყენა. აბესაძის თქმით, მოსამართლე ესტონეთმა დაასანქცირა, შესაბამისად, მას ეს საქმე არ უნდა განეხილა.

მოსამართლეს მიმართა უგულავამაც და უთხრა, რომ ეს ყველაფერი ფარსია და ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი.

„წინასწარ ვიცით თქვენი გადაწყვეტილება. ამ წარმოდგენაზე დიდ დროს ნუ დავხარჯავთ, ცირკსაც ვერ ვუწოდებ, ცირკში ადამიანები ერთობიან, აქ გასართობი არაფერია”, – მიმართა უგულავამ მოსამართლეს.

მოსამართლემ აბესაძის შუამდგომლობა დასაბუთებლობის არგუმენტით არ დააკმაყოფილა და საქმე არ აიცილა.

გიგი უგულავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან. კერძოდ კი იმას, რომ ის 17 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
გახსენი 20-21 დეკემბრის შეთავაზებები თიბისის საახალწლო კალენდარზე
ახალი ამბები

გახსენი 20-21 დეკემბრის შეთავაზებები თიბისის საახალწლო კალენდარზე

12:43 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved